Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღვთიური ავტორიტეტის უგულებელყოფა, 10 იანვარი

    „შენი მრავალი ურჯულოების გამო, შენი ვაჭრობის უსამართლობით შებღალე შენი საწმიდარნი” (ეზეკ. 28:18).ქიმ 12.1

    საკუთარი სიდიადით გაამაყებული უზენაესი ხელისუფლების მოპოვებას ლამობდა. მან სათანადოდ არ შეაფასა ის დიდი პატივი, რომელიც უფალმა გარს შემოარტყა და არ გამოხატა მადლიერება თავის შემოქმედის მიმართ მისი ძღვენისათვის. ის თავს იწონებდა იმ უპირატესობით, რომელიც სხვა ზეციურ არსებათაგან განასხვავებდა და ოცნებობდა ღმერთს გატოლებოდა. ზეციური მხედრობა სიყვარულითა და პატივით ეპყრობოდა მას, სიხარულით ასრულებდა მის ბრძანებებს; რადგან უმაღლესი სიბრძნითა და დიდებით იყო შემკობილი... თუმცა ზეცის აღიარებული მბრძანებელი უფლის ძე იყო, რომელსაც მამის თანასწორი ხელმწიფება და ძალა გააჩნდა. ქრისტე ღმერთის ყველა გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა, მაშინ როცა ლუციფერისათვის ღვთიური გეგმები დაფარული იყო. რატომ, - ფიქრობდა ძლევამოსილი ანგელოზი, - რატომ უნდა ეკუთვნოდეს ქრისტეს უზენაესი ხელისუფლება? რატომაა იგი ჩემზე, ლუციფერზე უფრო მაღალი?ქიმ 12.2

    ზეცაში წინააღმდეგობის დასასრულამდე იმართლებდა თავს დიდი უზურპატორი. როდესაც გამოცხადდა, რომ ღმერთი აძევებს მას ნეტარი სავანედან ყველა თავის გულშემატკივართან ერთად, ამბოხებულთა ბელადმა დაუფარავად განაცხადა უფლის კანონისადმი თავისი აშკარა სიძულვილის შესახებ. მან უარი თქვა ღვთიურ დებულებებზე, რომლებიც, თითქოს ზღუდავს შექმნილ არსებათა თავისუფლებას და განაცხადა, რომ მიზნად დაისახა კანონის გაუქმება. სატანამ და მისმა მხედრობამ თავისი ამბოხის მოწყობაში ბრალი ერთსულოვნად დასდეს ქრისტეს და განაცხადეს, რომ, თუ მათ არ გაკიცხავდნენ, ისინი არ მოაწყობდნენ ამბოხს.ქიმ 12.3

    სატანის ამბოხი მთელი სამყაროსათვის გაკვეთილი უნდა ყოფილიყო ყველა შემდეგ საუკუნეში, მარადიული მოწმობა ცოდვის ბუნებისა და საზარელი შედეგების შესახებ. სატანური მმართველობის განხორციელებისას, მის გავლენას ხალხზე და ანგელოზებზე, უნდა ეჩვენებინა ღვთიური ავტორიტეტის უარყოფის ნაყოფი და დაემტკიცებინა, რომ ღმერთის ყველა ქმნილების კეთილდღეობა უეჭველადაა დაკავშირებული უფლის მმართველობისა და მის კანონის არსებობასთან. ამრიგად, სამყაროში ამ საშინელი ჯანყის ისტორიას სამუდამოდ უნდა დაეცვა ყველა წმინდა, გონიერი არსება სიცრუისაგან და აეხილა მათთვის თვალი უკანონობის ბუნებაზე, რათა არასოდეს შეეცოდათ და არ გატანჯულიყვნენ მისი შედეგებით.ქიმ 12.4

    ღმერთს ნებისმიერ დროს შეუძლია წაართვას თავისი საოცარი კურთხევა და სიყვარული მოუნანიებელ კაცს. ო, რომ დაფიქრებულიყვნენ ადამიანები იმაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება ღმერთისადმი უმადურობასა და ჩვენი წუთისოფლისათვის ქრისტეს უსაზღვრო ძღვენის უგულვებელყოფას! თუ მათ ურჯულოება მორჩილებაზე მეტად ეყვარებათ, კურთხევა და დღევანდელი წყალობა, რომელსაც ჯერ კიდევ იღებენ და სათანადოდ არ აფასებენ, საბოლოოდ მათი მარადიული დაღუპვის მიზეზი გახდება.ქიმ 12.5