Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფლის კანონის ხელმყოფნი, 22 თებერვალი

    „მაგრამ, ვინც ჩაუკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში” (იაკ. 1:25).ქიმ 55.1

    აღწევს თუ არა ბედნიერებას ის ხალხი და ის ქვეყანა, რომელიც უარყოფს ღმერთის კანონს? ყველა ქვეყანას მსოფლიოში აქვს თავისი კანონები და მათი მოქმედების უსაფრთხოება დაკავშირებულია ამ კანონების აღსრულებასთან. ხედავთ ციხეში კაცს, რომელსაც ხელბორკილები და ჯაჭვები ადევს და ხვდებით, რომ ამ კაცმა დაარღვია თავისი ქვეყნის კანონი. მან დაკარგა თავისუფლება და მოხვდა ციხეში ქვეყნის კანონების დარღვევის გამო.ქიმ 55.2

    ნუთუ ვინმე გაბედავს, დაამტკიცოს, რომ სამყაროს მეფეს არა აქვს კანონი, რომლის მეშვეობითაც ის თავის სამეფოს მართავს? განა იესო ქრისტე ან ზეცა გვასწავლის, რომ ღვთის კანონი აღარაა აუცილებელი ჩვენი წუთისოფლის მკვიდრთათვის? მოიცათ, ათი მცნება ხომ სიმართლის უდიდესი ზნეობრივი საზომია ზეცასა და დედამიწაზე. ეს კანონი საფუძვლად უდევს ყველა ქვეყნის კანონებს და მართავს ყველა ოჯახის ცხოვრებას.ქიმ 55.3

    რა დახვეწილი ტყუილი გამოიგონა ეშმაკმა, როცა შთაუნერგა ადამიანებს, რომ უფლის კანონი გაუქმებულია და აღარაა აუცილებელი ადამიანთა მოდგმისათვის! ჩვენ ვიცით, რომ მკვლელი, მრუში და ქურდი იმთავითვე წინააღმდეგობაში არიან კანონთან. აი, ვის უნდა კანონის გაუქმება, რათა თავისუფლება მიეცეს მათ უწმინდურ აზრებსა და გამოხდომებს. როდესაც კაცს პოლიციის თანხლებით ვხედავთ, ვხვდებით, რომ ის დაპატიმრებულია არა კანონის აღსრულების, არამედ მისი დარღვევის გამო.ქიმ 55.4

    დედამიწაზე მცხოვრებმა თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს მისთვის განსაზღვრული შემოწმება და გამოცდა. ღვთიური წინასწარჭვრეტა დაუშვებს ისეთი გარემოებების შექმნას, რომლებშიც უფალი მოგვიხმობს ჩვენი რწმენის დასაცავად. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ, ვის მხარეზე ვართ. ჩვენ ან მტკიცედ უნდა დავიცვათ ღვთის წმინდა კანონი, ან გადავიდეთ ურჯულოთა მხარეზე. ღმერთი ისევე გამოგვცდის, როგორც ნოე გამოსცადა. თუმცა გარყვნილება მის დროს საყოველთაო იყო, ცდილობდა თუ არა შეკამათებოდა ღმერთს, ეთქვა მისთვის, რომ მისთვის აზრი არა აქვს სხვა ადამიანებისაგან გამოყოფას, რათა მარტომ დაიცვას უფლის კანონი? როგორც ღმერთის რჩეული ის დადგა სიმართლის მხარეზე იმიტომ, რომ ეს იყო სიმართლე.ქიმ 55.5