Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესოს მიმდევრებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლა ელის, 15 ნოემბერი

    „მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა? ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შექმნა ცა და ქვეყანა” (ფსალმ. 120:1, 2).ქიმ 322.1

    როცა მატარებლის ვაგონები ნელა გაგორდა ლიანდაგზე, შესანიშნავი საშუალება მოგვეცა, გვეხილა შვეიცარია...ქიმ 322.2

    აქ, კლდეებსა და ხეობებს შორის, მალავდა უფალი თავის ხალხს. ციცაბო კლდეებზე აგებული და მიუდგომელი სამლოცველოები ამ სიმაღლეზე აიტანეს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნით. ეს ნიშნავს, რომ იყო დრო, როცა ღვთის შვილები მოხუცებული დანიელის მსგავსად იტანჯებოდნენ, რადგან მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ღმერთის მორჩილება სინდისის კარნახით. ისინი ვერ დაუშვებდნენ, რომ რომელიმე ადამიანი ყოფილიყო მათი სინდისი და უფრო უშიშრად გრძნობდნენ თავს მთებსა და კლდეებში, სადაც ველური მხეცებიც კი ემალებოდნენ მონადირეთა ხაფანგებს, ვიდრე ქალაქებში, სადაც დამოკიდებულნი იყვნენ ადამიანებზე, რომლებიც აღიარებდნენ ცრუ რელიგიას და სატანური მონდომებით იცავდნენ ბიბლიური რელიგიის საწინააღმდეგო ადამიანურ ზნეჩვეულებებსა და ტრადიციებს. სისხლისმსმელი მგლების სისასტიკით ანადგურებდნენ ისინი ყველას, ვინც ბედავდა, დაპირისპირებოდა პაპისტების დოქტრინებს; აწამებდნენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბიბლია და მხოლოდ ბიბლია ჰქონდა საფუძვლად მანამ, სანამ დიდებული სხივები თანდათან არ ფანტავდა ადამიანური გადმოცემების წყვდიადს, რომელიც მათ ცხოვრებისეულ გზას აბნელებდა, და არ წმენდდა უფლისკენ მიმავალ გზას...ქიმ 322.3

    ურჯულოების კაცი სატანის წარმომადგენელია. იგი იყენებს შემოქმედებით ნიჭსა და უნარს, ხოლო სატანა გეგმებს ადგენს; ეს ნიშნავს, რომ ქრისტეს მიმდევრები უნდა მოემზადონ სასიცოცხლო მნიშვნელობის ბრძოლისათვის. გაერთიანებულმა ეკლესიამ და ხელისუფლებამ იწყეს სინდისზე ძალადობა და საკუთარი თავი გამოაცხადეს სინდისად. თუ ვინმე გაბედავდა ამ დიდ მოღვაწეთა წინააღმდეგობას და შეეკამათებოდა მათ რწმენასა და ღვთისმსახურების პრინციპებს, იწყებოდა გაუთავებელი შეკითხვები, რის შედეგადაც ეს მამაცი ადამიანები ვეღარ მალავდნენ ნათელს. რაც უფრო მეტს ფიქრობდნენ ჭეშმარიტების ძიებაზე, მით უფრო მეტი ხალხი მოიქცეოდა ძველი ტრადიციებიდან ღვთის სიტყვაზე. მაგრამ მათ უნდა გაეძლოთ, თავი განეწყოთ საბრძოლველად, ამაღლებულიყვნენ ადამიანურ არარაობაზე, თვითგადარჩენის ინსტიქტს არ უნდა აყოლოდნენ საშინელი განსაცდელის წინაშე. სამყაროს გამომსყიდველმა თავისი ცხოვრებით დაუტოვა მაგალითი, თუ რა მოიმოქმედონ და როგორი იყვნენ, რომ შევიდნენ საუკუნო სიცოცხლეში.ქიმ 322.4