Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გაფრთხილება გადაგვარებული მადის წინააღმდეგ, 14 აპრილი

    „ნეტა უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ” (გამ. 16:3).ქიმ 107.1

    ღმერთს განზრახული ჰქონდა თავისი ხალხისათვის დიდი კურთხევა ებოძებინა. ის გეგმავდა ისრაელიანთა შეყვანას კეთილ მიწაზე, რომელსაც სიმდიდრისა და ნაყოფიერების გამო უწოდებდნენ მიწას, სადაც დიოდა რძე და თაფლი. ღმერთს სურდა მათი იქ დამკვიდრება როგორც ჯანსაღი, ძლიერი და ძლევამოსილი ხალხისა, თუკი ისინი მის მოთხოვნებს შეასრულებდნენ. ისრაელიანნი ეგვიპტეში დელიკატესებითა და ნოყიერი კერძებით იკვებებოდნენ, რაც სულაც არ უწყობდა ხელს ჯანმრთელობას. ღმერთმა გადაწყვიტა გაეყვანა ებრაელები უდაბნოს გავლით დანაპირებ კეთილ მიწაზე. მოგზაურობის დროს მას განზრახული ჰქონდა არ მიეცა მათთვის ხორციანი კერძების ჭამის საშუალება და მიეცა უბრალო, მაგრამ ჯანსაღი საკვები და ისინი ქანაანის მიწაზე ძლევამოსილ ხალხად დაემკვიდრებინა, რომლის ყველა ტომში არ იქნებოდა არც ერთი ჯანმრთელობაშელახული კაცი, ქალი თუ ბავშვი...ქიმ 107.2

    მას შემდეგ, რაც ევამ შესცოდა ედემის ბაღში თავისი გემოს დაკმაყოფილების სურვილის გამო, ეს სისუსტე ადამიანთა მოდგმის გაბატონებულ ცოდვად იქცა. შესცოდა რა, ევამ დაარწმუნა ქმარი იმაში, რომ მას აკრძალული ხილი ჩაეკბიჩა. ადამი ევასავით ძლიერ ცდუნებული არ იყო, მაგრამ მოექცა მისი გავლენის ქვეშ და მის მაგალითს მიბაძა და ნაყოფი ჩაკბიჩა, ვინაიდან ევამ უთხრა, რომ მას არაფერი მოუვიდა. ადამი დაჰყვა ცოლის ცდუნებებს, მასთან განშორებაზე ფიქრიც კი აუტანელი იყო მისთვის. მან ჩაკბიჩა და დაკარგა სიწმინდე. ამ მწუხარე მოვლენის შემდეგ, როდესაც ცოდვა ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა, გადაგვარებული მადა და ადამიანთა ერთი ნაწილის მეორეზე ცუდი გავლენის ძალა კაცობრიობას აუღწერელი უბედურების სახით დაატყდა თავს. ადამიანთა ცდუნების არც ერთ მეთოდს არ იყენებს სატანა ისე წარმატებით, როგორც ცდუნებას გადაგვარებული მადით.ქიმ 107.3

    უდაბნოში მოგზაურობისას ისრაელიანთა მხედრობა ხშირად იწყებდა ამბოხებას სწორედ იმიტომ, რომ ვერ იოკებდა თავის უზნეო მადას. მოსე გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ძლიერ წუხდა ისრაელიანთა ჩივილის გამო იმაზე, რომ ღმერთი მათსავე სასიკეთოდ არ აძლევდა საკვებად ხორცს.ქიმ 107.4

    ებრაელებს მუდამ ეჩვენებოდათ უბედურება და რაღაც განსაცდელის მოლოდინში იყვნენ. მათ შურდათ მოსესი და ფიქრობდნენ, რომ მას ანგარება ამოძრავებდა, როცა ისინი ეგვიპტიდან გამოყავდა. მათ ეგონათ, რომ ბელადმა შეგნებულად გამოიყვანა ისინი უდაბნოში, რათა იქ დაღუპულიყვნენ, მას კი მათი ქონება დარჩენოდა.ქიმ 107.5