Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სატანა ცდილობს დაუძლეველი ცდუნების ხლართებში მოგვაქციოს, 2 ივნისი

    „ზოგიერთ კაცს ღმერთი აძლევს სიმდიდრეს და ქონებას და პატივს და არაფერს არ აკლებს მის სულს ყოველივედან, რასაც ისურვებს, მაგრამ ღმერთი მას არ აძლევს ძალას, რომ ისარგებლოს ყველაფრით ამით” (ეკლ. 6:2).ქიმ 156.1

    სოლომონის სიცოცხლე სავსეა გაფრთხილებებით არა მარტო ახალგაზრდებისათვის, არამედ ხანდაზმულთათვისაც, რომლებიც უკვე დაეშვნენ ცხოვრებისეული სიმაღლეების მწვერვალიდან სახით ჩამავალი მზისაკენ. ჩვენ ვხედავთ და გვესმის ახალგაზრდობის მორალური არამდგრადობის შესახებ, იმის შესახებ, რომ იგი ირწევა სიმართლესა და სიცრუეს შორის, არ ყოფნის ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს ბოროტი ვნებების ნაკადს. მაგრამ ჩვენ არ ვეძებთ ზრდასრულ ადამიანებში სისუსტესა და ურწმუნოებას, რადგან ველით, რომ მათი ხასიათი ჩამოყალიბდა, ხოლო პრინციპები მტკიცედ დაინერგა. ბევრ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა, მაგრამ არის გამონაკლისებიც, ისეთი, როგორც სოლომონია... როცა მისთვის საჭირო იყო სიმტკიცე და ძალა, ის ადამიანებს შორის ყველაზე უძლური აღმოჩნდა...ქიმ 156.2

    ჩვენ ყოველ ნაბიჯზე უნდა დავსვათ კითხვა: არის თუ არა ეს უფლის გზა?” სიცოცხლის ბოლომდე მიზანმიმართულად უნდა დავიოკოთ გრძნობები და მისწრაფებანი. არსებობს შინაგანი გახრწნილობა და გარეგანი ცდუნებანი. იქ, სადაც უფლის საქმე წინ უნდა წაიწიოს, სატანა ისეთი გარემოებების შექმნას გეგმავს, რომ კაცის სული ცდუნებებმა დაძლიოს. სიცოცხლის ბოლომდე მიზანმიმართულად უნდა დავიოკოთ გრძნობები და მისწრაფებანი...ქიმ 156.3

    ბევრი თვალს ხუჭავს საფრთხის წინაშე და სატანის მიერ დაბრმავებული და მოტყუებული თავისი გზით დადის, ვიდრე არ დაეცემა მისი ცდუნებების ტვირთის ქვეშ. მაშინ ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. იგივე დაემართა სოლომონსაც. მაგრამ მისთვისაც კი მისაწვდომი იყო დახმარება. მან ჭეშმარიტად მოინანია თავისი ცოდვები და შეიძინა დახმარება. დაე, ნურავინ გაბედავს ცოდვასთან თამაშს სოლომონის მსგავსად იმის იმედით, რომ ისინიც შეიძენენ მისგან გათავისუფლებას. ცოდვის მხარდამჭერნი აუნაზღაურებელი დანაკარგის საფრთხის წინაშე დგანან. მაგრამ დაცემულთა შორის არავის არა აქვს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის უფლება...ქიმ 156.4

    კეთილშობილი ტალანტების არამართებული გამოყენება, როგორც ეს სოლომონს შეემთხვა, ყველასათვის გაფრთხილებად უნდა იქცეს. მხოლოდ ღვთისმოსაობა და სიკეთეა ჭეშმარიტი დიდებულება. ყველაფერი ტოვებს ან კეთილ, ან ცუდ მემკვიდრეობას. ზეთისხილის მთის სამხრეთ კალთებზე აღიმართა სოლომონის განდგომილების სამახსოვრო ქვები... ყმაწვილმა რეფორმატორმა იოშიამ თავისი რელიგიური გულმოდგინებით გაანადგურა ყაშთორეთის, ქამოშის და მოლოხის გამოსახულებები, მაგრამ მორიას მთის გასწვრივ, რომელზედაც უფლის ტაძარი იდგა, დარჩა მრავალი ნამსხვრევი და ნანგრევი. როდესაც შემდგომი თაობების ყარიბნი ინტერესით კითხულობდნენ: „რას ნიშნავს ეს ნანგრევები უფლის ტაძრის შორიახლო?”, მათ პასუხობდნენ: „ესაა სოლომონის დაბრკოლების მთა, რომელზედაც მან თავისი წარმართი ცოლების საამებლად კერპების თაყვანსაცემი სამსხვერპლოები ააგო”.ქიმ 156.5