Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ყველაზე დიდი ყველაზე საუკეთესო როდია, 7 ივნისი

    „დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის” (3 მეფ. 19:18).ქიმ 161.1

    „და ადგა... ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე. და შევიდა იქ ერთ მღვიმეში და დაიღამა. და აჰა, იყო უფლის სიტყვა მის მიმართ. უთხრა: აქ რა გინდა ელია? და თქვა: უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან დაივიწყეს შენი აღთქმა ისრაელიანებმა, დაანგრიეს შენი სამსხვერპლოები, მახვილით დახოცეს შენი წინასწარმეტყველნი, მე ერთი დავრჩი, მაგრამ ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან იგი.ქიმ 161.2

    და უთხრა: გარეთ გადი და დადექი მთაზე უფლის წინაშე. აჰა, ჩაიარა უფალმა. უფლის წინაშე ამოვარდა დიდი და ძლიერი ქარი, მთათა დამაქცეველი და კლდეთა შემმუსვრელი, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი. მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე - ოდნავი ჩქამი. რომ გაიგონა ეს ელიამ, მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა”.ქიმ 161.3

    უფალმა დაასრულა თავისი მკაცრი სიტყვა. მას სურდა, რომ ელია მიმხვდარიყო: სიფიცხე და ხმაურიანი დემონსტრაციები ყოველთვის როდი იძლევა სასურველ შედეგებს. დაბალ, ნაზ ხმას შეუძლია დაამშვიდოს, შეარბილოს ვითარება და დიდი საქმეები აკეთოს. უფალმა დაარწმუნა ელია, რომ ცოდვილნი ყოველთვის ვერ იბოგინებენ. მან უბრძანა ხორების მიწაზე წასვლა და სამი კაცის ცხება, რომელთა მეშვეობითაც უფალმა ისრაელის დასჯა განიზრახა კერპთაყვანისმცემლობის გამო. სხვადასხვა საშუალებებით ეს სამი კაცი ღვთიურ იარაღად უნდა ქცეულიყო ჯიუტ ისრაელთან მის ბრძოლაში.ქიმ 161.4

    ამის შემდეგ კაცთა გულთამხილველმა დაიხსნა ელია იმ მცდარი აზრისაგან, თითქოს მხოლოდ ის ერთადერთი იყო ისრაელში, ვინც ჭეშმარიტ ღმერთს სცემდა თაყვანს. უფალმა თქვა: „დავიტოვებ ისრაელში შვიდი ათას კაცს: ყველა მუხლს, რომელიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და ყველა ბაგეს, რომელსაც არ უკოცნია მისთვის”.ქიმ 161.5

    უფალს სურდა, ესწავლებინა თავისი მსახურისათვის, რომ ყოველთვის ეფექტური როდია ის მეთოდები, რომლებიც ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, ხშირად ისინი სრულიად წარუმატებელია მის საქმეში. ყველაზე ძლიერი ზეპირი ან წერილობითი მოწმობა ყოველთვის არ არის დიდად სასარგებლო.ქიმ 161.6