Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტეს მიმდევრებს სდევნიან, 21 სექტემბერი

    „ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს” (ლუკ. 23:11).ქიმ 267.1

    ისტორია მეორდება. ქრისტიანულ სამყაროში გაიმართება გადამწყვეტი ბრძოლა. ადამიანებს, ვინც ცრუ ქედმაღლობით არღვევდა ცოცხალი ღმერთის მცნებებს, სატანა შთააგონებს წუთისოფლის ცოდვების მტვირთველი ღვთის კრავის მიმდევრებთან ბრძოლას... ამ მიზეზით ადამიანები ერთმანეთს დაუნდობლად მოეპყრობიან...ქიმ 267.2

    თუ ქრისტიანად წოდებულნი დაგმობენ ქრისტესადმი იუდეველთა სასტიკ მოპყრობას და ქრისტეს რწმენაში მტკიცედ გადაწყვეტენ არასოდეს დაადგან ფეხი იმავე ტერიტორიაზე, მათ ქრისტეს სიკვდილისათვის პასუხი არ მოეთხოვებათ.ქიმ 267.3

    მღვდელთა და ხუცესთა დიდი ჯგუფი მიჰყვებოდა ქრისტეს ჰეროდესთან. როცა ქრისტე მეფის სასახლეში მიიყვანეს, ყველა ამ მღვდელმა, მთავარმა და მწიგნობარმა აღელვებულმა წარმოთქვა ქრისტეს საწინააღმდეგო ბრალდებები, მაგრამ ტეტრარქი მათ ყურადღებას არ აქცევდა. მან ჩათვალა, რომ ქრისტე უდანაშაულოა.ქიმ 267.4

    რომაელმა მეომრებმა იცოდნენ - თუ ქრისტეს დაანახებდნენ სიძულვილს ჩვეული სიბილწითა და გახრწნილებით, ამით აამებდნენ მდაბიო, უხეშ, გაბოროტებულ ბრბოს, აგრეთვე მღვდლებსა და მთავრებს. მათ ეხმარებოდა იუდეველი დიდკაცობა... მათ წინ დაიყენეს ზეცის სიდიადე, დიდების მეფე, ვით ვიღაც თვითმარქვია და დაუწყეს დაცინვა და მასხრად აგდება.ქიმ 267.5

    მათ მოიმოქმედეს ყოველივე, რათა დიდების მეფე უხერხულად წარმოჩენილიყო. ჩააცვეს ძველი ძოწეული, სამეფო სამოსი, რომელსაც ატარებდა ერთერთი მეფე; ხელში ჩაუდეს ძველი ლერწამი, თავზე დაადგეს ეკლის გვირგვინი, რომელმაც საფეთქლები გაუჭრა წმიდას და სახესა და წვერზე სისხლი დაედინა. პირში ეუბნებოდნენ უხამს სიტყვებს. მაგრამ ქრისტემ საყვედურის გამომხატველი მზერითაც კი არ უპასუხა შეურაცხმყოფლებს. ისინი თავზე აფარებდნენ ძველ სამოსს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა?” შემდეგ მეომრები უხეშად ქაჩავდნენ სამოსს, აფურთხებდნენ სახეში და ძლიერად სცემდნენ ხელჯოხით. ისინი დგებოდნენ ყველაზე უცნაურ პოზებში და ეუბნებოდნენ ყველაზე საზიზღარ და საძულველ სიტყვებს, თან ეთაყვანებოდნენ დამცინავი მორჩილებით...ქიმ 267.6

    იუდეველებს უნდოდათ, რომ ქრისტეს მოეხდინა სასწაული და ამით დაემოწმებინა თავის ღვთიურობა, მაგრამ მათ მიიღეს ნებისმიერ სასწაულზე დამაჯერებელი მოწმობა.ქიმ 267.7