Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სატანის ტაქტიკა გამოაშკარავებულია, 6 იანვარი

    „როგორ ჩამოვარდი ციდან, მთიებო, განთიადის ძევ, მიწას დაენარცხე! ხალხთა მძლეველო” (ეს. 14:12).ქიმ 8.1

    სიძულვილით უკუაგდო უფლის ერთგულ ანგელოზთა თხოვნა და მტკიცებანი ლუციფერმა და მათ მოტყუებული მონები უწოდა... ქრისტეს მიმართ გამოჩენილ უპირატესობას მან როგორც თავის, ასევე მთელ ზეციურ მკვიდრთა მიმართ უსამართლობა უწოდა და განაცხადა, რომ უკვე შეუძლებელია მათი უფლებების აბუჩად აგდების მოთმენა და რომ იგი არასოდეს აღიარებს ქრისტეს უზენაეს უფლებამოსილებას. მან მტკიცედ განაცხადა, რომ ეს ძალაუფლება მას ეკუთვნის და მოუწოდა ყველა მსურველს, გაჰყოლოდა მას. და მათ, ვინც ლუციფერის მიმდევართა რიგებში ჩადგებოდა, ახალი და უკეთესი მმართველობა აღუთქვა, რომელიც თავისუფლების ჭეშმარიტ სიამეს მიანიჭებდა მათ. და უამრავმა ანგელოზმა გამოთქვა სურვილი, გაჰყოლოდა მას...ქიმ 8.2

    მაგრამ უფლის ერთგული ანგელოზები კვლავაც ევედრებოდნენ ლუციფერსა და მის მხარდამჭერთ, დამორჩილებოდნენ ღმერთს, აფრთხილებდნენ ასეთი ამბოხების საბედისწერო შედეგებზე; არწმუნებდნენ, რომ შემოქმედს არ გაუძნელდება მათი თავხედური სიჯიუტის დათრგუნვა და ღირსეულად დასჯა...ქიმ 8.3

    ბევრმა ისმინა მათი გაფრთხილება და მოისურვა კიდეც თავისი დანაშაულის მონანიება და მამისა და ძის კეთილგანწყობის დაბრუნება, მაგრამ ლუციფერმა სხვა მზაკვრული გეგმა მოამზადა. უდიდესმა მეამბოხემ განაცხადა, რომ მისი თვალსაზრისის გამზიარებელმა ანგელოზებმა იმდენად შესცოდეს, რომ მათთვის უკან დასახევი გზა აღარ არსებობს და, უფლის კანონის საკუთარ ავტორიტეტულ ცოდნაზე დაყრდნობით, დაარწმუნა, რომ ღმერთი ვერასოდეს ვერ მიუტევებს მათ. ერთადერთი, რაც მას და მის მიმდევრებს დარჩენიათ, განაცხადა მან, ესაა მთელი ძალებით დაიცვან თავისუფლება და თავიანთი უფლებები, რომლის მოპოვებაც მშვიდობიანი გზით ვერ შეძლეს.ქიმ 8.4

    მართლაც, სატანისათვის მონანიება უკვე ძალზე გვიანი იყო, მაგრამ არა მათთვის, ვინც მის მიერ ცდუნდა... წმინდა ანგელოზთა თანაგრძნობამ და მხურვალე ვედრებამ იმედის კარი გაუხსნა ცდომილთ. და მათ რომ მართლაც ყურადეღოთ ეს გაფრთხილება, შეძლებდნენ სატანასთან დამაკავშირებელი მაცდური ჯაჭვის გაწყვეტას. მაგრამ სიამაყემ, თავისი მბრძანებლისადმი მორჩილებამ, უსაზღვრო თავისუფლებისაკენ დაუოკებელმა სწრაფვამ იმდენად დააბრმავა ისინი, რომ ღვთიური სიყვარულისა და თანაგრძნობის ხმა შეუსმენელი დარჩა...ქიმ 8.5

    ამ კონფლიქტში უფალს მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის პრინციპებით შეეძლო ესარგებლა, სატანა კი უფლისათვის დაუშვებელ მეთოდებს - მლიქვნელობასა და სიცრუეს - იყენებდა... უფალმა ღმერთმა დაუშვა, რომ გახსნილიყო ლუციფერის მოთხოვნებისა და მის მიერ შემოთავაზებული ღვთიური კანონის შეცვლის ჭეშმარიტი არსი. სატანისათვის მსჯავრი თავად მის საქმეებს უნდა დაედო. კონფლიქტის დასაწყისში სატანა უარყოფდა ამბოხებაში თავის მონაწილეობას. ამიტომაც მთელ სამყაროს თავად უნდა ეხილა მხილებული თვალთმაქცი.ქიმ 8.6

    ზეციდან გაძევების შემდეგ კი უსასრულო სიბრძნემ - უზენაესმა ღმერთმა - არ გაანადგურა იგი. ვინაიდან უფალს მხოლოდ სიყვარულზე დაფუძნებული მსახურების მიღება სურს, მის მიერ შექმნილ არსებათა ერთგულება კი ღვთიური სამართლიანობისა და სიყვარულის რწმენას უნდა ეყრდნობოდეს.ქიმ 8.7