Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დიადი ბრძოლის თემასთან დაბრუნება, 11 იანვარი

    „...შესცოდე და მე გადაგაგდე ღმერთის მთიდან და დაგღუპე შენ, მფარველო ქერუბიმო, ცეცხლის ქვებს შორის” (ეზეკ. 28:16).ქიმ 13.1

    ვწერ „დიადი ბრძოლის” ახალ, უფრო სრულ ვარიანტს, სადაც აღწერილია სატანის დაცემისა და ჩვენს წუთისოფელში ცოდვის გაჩენის ისტორია და ახლა კიდევ უფრო ნათლად, ვიდრე ოდესმე, ვაცნობიერებ ამ დიად ბრძოლას ქრისტეს - სინათლის მეუფესა და სატანას - წყვდიადის მთავარს შორის. როდესაც ვხედავ სატანის დახვეწილ ხრიკებს, გზააბნეული ადამიანის დასაღუპავად რომ იყენებს და ცდილობს იგი თავისნაირი გახადოს, ე. ი. გადააქციოს უფლის კანონის დამნაშავედ, მინდა მოვუხმო ღვთის ანგელოზებს, რათა წარმოაჩინონ ეს საქმე მთელი მისი მნიშვნელობისამებრ. ამ დროს განსაკუთრებით განვიცდი იმ სულების გამო, რომლებიც საკუთარი ნებით შორდებიან ნათელს, შემეცნებასა და მორჩილებას ღვთიური კანონისადმი. როგორც ადამმა და ევამ დაიჯერა სატანური ტყუილი: „ღმერთებივით იქნებით”, ასევე მათაც აქვთ იმედი, რომ ურჩობით უფრო მაღალ სიმაღლეებზე ავლენ და რომელიმე პრესტიჟულ ადგილს დაიკავებენ. მოუსვენრად ვარ, რადგან ვიდრე სხვებს სძინავთ, მე საათობით ვლოცულობ, რათა ღმერთმა ძლევამოსილი ქმედებით დაამსხვრიოს ადამიანთა გონების საბედისწერო დახშობა, ხოლო შემდეგ კი მიიყვანოს ისინი უბრალოებაში გოლგოთის ჯვართან. შემდეგ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველა ეს სული გამოსყიდულია უფალ იესოს სისხლით. ჩვენ შეიძლება გვიყვარდეს ისინი, მაგრამ გოლგოთა მოწმობს, რაოდენ ძლიერად უყვარს ისინი ღმერთს. ეს თქვენი კი არა, ღმერთის საქმეა. ჩვენ მხოლოდ იარაღი ვართ მის ხელში და ვასრულებთ არა ჩვენს, არამედ მის ნებას. ჩვენ ვუცქერთ მათ, ვინც ეწინააღმდეგება სულიწმიდას და ვთრთით მათ გამო. ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ მათ ღმერთსა და ჭეშმარიტებას უღალატეს; მაგრამ კიდევ უფრო ღრმაა ჩვენი სინანული, როცა ვფიქრობთ იესოზე, რომელმაც ისინი თავისი სისხლით გამოისყიდა. ჩვენ უკანასკნელს გავიღებდით, თუნდაც ერთი კაცის გადასარჩენად, მაგრამ გვესმის, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ სიცოცხლესაც კი არ დავიშურებდით, რათა ერთი სული მაინც გადაგვერჩინა მარადისობისათვის, მაგრამ ამ მსხვერპლის ფასადაც ვერ შევძლებდით ამას.ქიმ 13.2

    ერთი დიადი მსხვერპლი იქნა გაღებული მიწიერ ცხოვრებაში: იესო ქრისტეს მისია და სიკვდილი. ო, ადამიანებს რომ შეეძლოთ ამ მსხვერპლის სიდიადის გააზრება! მაშინ ისინი ხსნის დიდებულების უკეთ გაცნობიერებასაც შეძლებდნენ.ქიმ 13.3