Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტესადმი რწმენა და ნდობა ჭეშმარიტი წარმატების გარანტიაა, 9 მაისი

    „სოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს” (იოან. 16:33).ქიმ 132.1

    ჩვენმა უფალმა იცის იმის შესახებ, რომ მისი ხალხი ამ ბოლო ჟამს იმ სატანურ ძალებსა და ბოროტ ადამიანებს შეებრძოლება, რომლებიც არ ისწრაფვიან დიადი ხსნისაკენ და უარს ამბობენ მასზე. უდიდესი უბრალოებით, დაუფარავად გვეუბნება ჩვენი მხსნელი, ზეციური მხედრობის მთავარსარდალი იმ მკაცრი ბრძოლის შესახებ, რომელიც გველის, ის მიუთითებს საფრთხეზე, გვიჩვენებს ბრძოლის გეგმას, აგრეთვე ძნელ და სახიფათო სამუშაოს, რომლის შესრულებაც მოგვიწევს. ხოლო ბრძოლაში ჩაბმამდე აღიმაღლებს ხმას და გვიბრძანებს დავითვალოთ მის გვერდით ყოფნის ფასი. ის შთააგონებს ყველას, აისხას საბრძოლო იარაღი და არ დაკარგოს იმის იმედი, რომ ზეციური მხედრობა ასევე დაიცავს ჭეშმარიტებასა და სიმართლეს.ქიმ 132.2

    სუსტი ადამიანები ზებუნებრივ ძალას შეიძენენ ყოველ დაპირისპირებაში, რათა ყოვლადძლიერის საქმეები აკეთონ. შეუვალი რწმენა და ღმერთის სრულყოფილი სასოება წარმატების გარანტიაა. თუმცა მისი ხალხის წინააღმდეგ ბოროტი შეთქმულებაა დაგეგმილი, ის უბრძანებს მას, იყოს უშიშარი და ძლიერი და მედგრად იბრძოლოს, ვინაიდან ერთგულნი დაიპყრობენ ზეცას და მათ თავის რიგებში ჰყავთ ანგელოზებზე დიდი დამხმარე. უძლეველი მხედართმთავარი წინ მიუძღვის ზეციერ მხედრობას. როდესაც იერიხონი აიღეს, ისრაელიანთა ჯარი ვერაფრით ვერ მოიწონებდა თავს, თითქოს მან თავისი ადამიანური ძალით დაანგრია ქალაქის კედლები. ეს ბრძოლა თვით უფლის მხედრობის ბელადმა დაგეგმა დიდებულ უბრალოებაში, რათა განდიდებულიყო მხოლოდ უფალი ღმერთი და არა მოკვდავნი. ღმერთი ყველა ჩვენგანს შეპირდა ძალას.ქიმ 132.3

    დღეს ჩვენ გვჭირდება არა დიდი ტალანტები, არამედ უდრეკი, განწმენდილი, პირადი ძალისხმევა იმაში, რომ ვიფხიზლოთ, ვილოცოთ და თავდადებით ვიშრომოთ. ქრისტე მოგვივლენს თავის წარმომადგენელს, სულიწმიდას, რომელიც მისი ცოცხალი მაცნეების გვერდითაა, მაცნეებისა, რომლებიც ფანტავენ უმეცრების წყვდიადს სიმართლის მზის კაშკაშა სხივებით. მისი ხმა გვარწმუნებს: „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე”. ყოველთვის უნდა გვქონდეს მხედველობაში, რომ ჩვენ ვაწარმოებთ ბრძოლას უხილავი სამყაროს თანდასწრებით.ქიმ 132.4

    ჩვენ მშვიდი სასოება გვმართებს უფლისა, როცა ვაწყდებით წინააღმდეგობასა და ჯიუტ ურწმუნოებას, როცა ვფიქრობთ იმ რისკზე, რომელზედაც წასვლა გვიწევს. შემდეგ უნდა მოვუსმინოთ იესოს ხმას: „გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს”. დიახ, ქრისტე - ეს ჩვენი გამარჯვებული ბელადი და წინამძღოლია, და ჩვენც შეგვიძლია ვიაროთ წინ, გამარჯვებისაკენ. ვიდრე ის ცოცხალია, ჩვენც ვიცოცხლებთ.ქიმ 132.5