Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სამყაროს გამომსყიდველი საკუთარმა ხალხმა უარყო, 23 სექტემბერი

    „უთხრა მათ პილატემ: ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?” (მათ. 27:17).ქიმ 269.1

    პილატემ კიდევ ერთი ხერხი მოიფიქრა ქრისტეს გადასარჩენად. ვერ ბედავდა გადაეცა იგი გონებაარეული ხელისუფლებისათვის, რადგან იცოდა - იუდეველებმა შურის გამო გადასცეს სამსჯავროს ქრისტე. წარმართებმა მოიგონეს ერთი უსამართლო ჩვეულება. ამ ჩვეულების მიხედვით დიდი სახალხო ზეიმის აღსანიშნავად ხელისუფლება ათავისუფლებდა ერთ სიკვდილმისჯილს. შეძლებდა თუ არა სინდისის ქენჯნით შეპყრობილი პილატე ამ ფანდის გამოყენებას და სასურველის მიღწევას - უდანაშაულო ადამიანის დახსნას, ვინც შეკრულიცა და მსჯავრდებულიც კი ფლობდა არაადამიანურ, ღვთაებრივ ძალაუფლებას, რაც შესანიშნავად იცოდა? პროკურატორის სულში ცეცხლი ტრიალებდა. მან ბრბოს წინაშე დააყენა წმინდა, უმწიკვლო ქრისტე და ცნობილი ავაზაკი ბარაბა. პილატე იმედოვნებდა, რომ დამნაშავეობასა და უდანაშაულობას შორის განსხვავება აიძულებდა ებრაელებს, აერჩიათ იესო ნაზარეველი.ქიმ 269.2

    ბარაბას ქრისტედ მოჰქონდა თავი და საშინელ უსინდისობას სჩადიოდა. სატანური სიცრუით დაბრმავებული ფიქრობდა, რომ ეკუთვნოდა ყოველივე, რაც მოიპოვა ქურდობით, ძარცვითა და მკვლელობით. შეუძლებელი იყო ამ ორ ტუსაღს შორის მკვეთრი განსხვავების დაუნახაობა. ბარაბას ჰქონდა ცუდი სახელი ადამიანისა, ვინც სატანური ძალით ახდენს სასწაულებს. იგი ესწრაფოდა რელიგიურ ძალაუფლებას და თვლიდა, რომ აქვს საკუთარი წესრიგის დამყარების უფლება...ქიმ 269.3

    ამ ცრუქრისტეს იგივე მოთხოვნები გააჩნდა, რაც სატანას ცის მიმართ. იგი ითხოვდა უფლებას ყოველივეზე. ქრისტე დამცირებაშიც კი რჩებოდა მთელი სამყაროს მბრძანებლად. არავითარი სიბნელე არ იყო მასში...ქიმ 269.4

    ბარაბა და ქრისტე გვერდიგვერდ იდგნენ და მათ უცქერდა მთელი სამყარო. ხალხიც უცქერდა ორივეს. სად გაქრა ცოტა ხნის წინანდელი ხმამაღალი შეძახილები ქრისტეს დიდებისა?.. მაშინ მერყევი ბრბო აღსავსე იყო ციური აღტკინებით და წმინდა გალობით აღავლენდა ქრისტეს ხოტბას იერუსალიმში შესვლისას. ახლა იუდეველებს არჩევანის საშუალება მიეცათ. პილატე კითხულობს: „ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”ქიმ 269.5

    ცად აღევლინა შეძახილი, რომელსაც სამყაროსათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ზეცაში ისმოდა თავგამოდებული და სასოწარკვეთილი ძახილი ხალხისა, რომელმაც აირჩია: „ეს კი არა, ბარაბა.” სამყაროს გამომსყიდველი უარყვეს, დამნაშავე მკვლელი კი შეიწყალეს.ქიმ 269.6