Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ანგელოზებს არ ძალუძთ ჩვენი ყველა თხოვნის შესრულება, 10 მარტი

    „და მოვიდა ორი ანგელოზი სოდომში საღამო ჟამს, და ლოტი კი იჯდა სოდომის კარიბჭესთან. ისინი რომ დაინახა, ადგა მათ შესახვედრად და სცა თაყვანი მიწამდე” (დაბ. 19:1).ქიმ 72.1

    ლოტი დიდხანს ცხოვრობდა აბრაამის გვერდით და ისიც ისეთივე თავაზიანი და მოსიყვარულე გახდა, როგორიც აბრაამი იყო. ანგელოზები ლოტს ჩვეულებრივ ადამიანებად მოეჩვენა და მას თავაზიანობა რომ არ გამოევლინა, ისიც სხვებთან ერთად სოდომის განადგურებისას დაიღუპებოდა. სოდომის მცხოვრებთა ურჯულოება იმდენად დიდი იყო, რომ ისინი მზად იყვნენ ძალადობა გამოევლინათ იმ კაცთა მიმართ, რომლებიც განსაკუთრებული ცნობით მოვიდნენ და სტუმართმოყვარე ლოტმა შეიფარა ისინი. მაგრამ ღვთის ანგელოზებმა დაიფარეს ლოტი, რათა მისი სახლის წინ შეკრებილ ბრბოს არ დაეგლიჯა იგი. ანგელოზებმა დააბრმავეს ისინი, რათა შემოსასვლელი კარი არ ეპოვათ.ქიმ 72.2

    როდესაც ასეთი აგრესიული უზნეობის მოწმენი გახდნენ, ანგელოზებმა გაუმხილეს ლოტს თავისი მისვლის მიზეზი. მათ უბრძანეს მას, გაეყვანა ქალაქიდან ყველა შვილი და ნათესავი. ლოტს ნება დართეს, ენახა ნათესავები და ეცნობებინა მათთვის, რომ ქალაქი განადგურდება და ისინი უნდა გაეცალონ ქალაქს. მაგრამ მისმა თხოვნამუდარამ და გაფრთხილებამ არ გაჭრა ნათესავებზე. ისინი ლოტს დასცინოდნენ და მის გაფრთხილებას მოხუცის შიშსა და ცრურწმენას მიაწერდნენ. მათ წინ გაშლილიყო სოდომი, მთელი თავისი სილამაზით და საითაც არ უნდა გაეხედათ, არაფერი მოასწავებდა ქალაქის შესაძლო განადგურებას.ქიმ 72.3

    მაგრამ როცა ლოტი დაბრუნდა, ანგელოზმა დააჩქარა და უბრძანა სწრაფად გაქცეულიყო ქალაქიდან. ლოტი თავზარდაცემული იყო მთელი თავისი ქონების უცილობელი დატოვების და მხოლოდ ცოლისა და ორი გაუთხოვარი ქალიშვილის თან წაყვანის გამო. ანგელოზმა ხელი ჩასჭიდა და ისე გაიყვანა ისინი ქალაქიდან... როგორც კი გავიდნენ სოდომიდან და მთისკენ გაეშურნენ, ანგელოზმა უთხრა: „გადაირჩინე შენი სული, ნუ მიიხედავ უკან და ნუ გაჩერდები ამ არემარეზე! მთას შეეფარე, რომ არ დაიღუპო!” ლოტს ებრძანა, უკან არ მოეხედა...ქიმ 72.4

    ლოტის ცოლმა მოიხედა უკან, რათა კიდევ ერთხელ ენახა ქალაქი, სადაც ყველაფერი დატოვა; იმავ წამს თავს დაატყდა ღვთის რისხვა და გადაიქცა იგი მარილის სვეტად. ვხედავთ, რომ ლოტმა შეცდომა დაუშვა, როცა სოდომში დასახლდა. აქ მან არა მარტო თავის ქონება დაკარგა, არამედ შვილები, გარდა ორი ქალიშვილისა. ეს გაკვეთილი გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ. უფლის შვილთა წინაშე შეიძლება გაიშალოს მომხიბლავი პერსპექტივები, მაგრამ, ვიდრე ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, უნდა განიხილონ საკითხი ყოველი მხრიდან. მთავარი, რაც უნდა შეეკითხონ საკუთარ თავს: „როგორ გავლენას მოახდენს ეს ჩემს სულზე?”ქიმ 72.5