Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    მუდამ ღმერთს უნდა დავეყრდნოთ, 3 აპრილი

    „რწმენით დატოვა (მოსემ) ეგვიპტე და მეფის რისხვას არ შეუშინდა, ვინაიდან იგი, თითქოს უხილავს ხედავსო, მტკიცე იყო” (ებრ. 11:27).ქიმ 96.1

    მოსე ღმერთის საყვარელი შვილი იყო, განსაკუთრებული საქმისათვის არჩეული. ვინაიდან იგი ფარაონის ქალიშვილმა იშვილა, დიდი პატივით იყო გარშემორტყმული. რადგან მეფის შვილიშვილი გახდა, ყველა ცდილობდა მის გაღმერთებას. მას ტახტის მემკვიდრედ თვლიდნენ.ქიმ 96.2

    მოსე ჭკვიანი კაცი იყო და ყოვლისმჭვრეტელმა ღმერთმა იგი იქ დააყენა, სადაც ცოდნას შეიძენდა და დიადი საქმისათვის მოემზადებოდა. ის საფუძვლიანად მოამზადეს, როგორც მომავალი მხედართმთავარი. მტერთან ბრძოლიდან იგი მუდამ გამარჯვებული გამოდიოდა და სამხედრო ლაშქრობებიდან დაბრუნებულს მთელი ჯარი განადიდებდა.ქიმ 96.3

    მიუხედავად წარმატებისა, მოსეს არასოდეს ავიწყდებოდა, რომ ღმერთს მისი ხელით უნდა ეხსნა ისრაელიანთა ძენი. და თუმცა ის ნასწავლ ადამიანად ითვლებოდა ეგვიპტელთა შორის, ფარაონთან მსახურების შედეგად მან ხასიათის ისეთი თვისებები გამოავლინა, რომლებიც უვარგისს ხდიდა მას იმ საქმიანობისათვის, მას რომ უნდა შეესრულებინა. ეს გამოვლინდა მაშინ, როდესაც მოსემ ინახულა თავისი ძმები „და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის ძმათაგანს”. მოსე გაცხარდა და „მოკლა ის ეგვიპტელი და ჩაფლა ქვიშაში”...ქიმ 96.4

    იმისათვის, რომ მოსე მასზე დაკისრებული მისიის შესასრულებლად მოემზადებინა, ღმერთმა იგი წარმართთა წრიდან გამოიყვანა. მას სწავლების კურსი სხვა სკოლაში - ღმერთის სკოლაში უნდა გაევლო. და მართლაც, რა უზარმაზარი ცვლილებები მოხდა მოსეს ცხოვრებასა და საქმიანობაში!..ქიმ 96.5

    თუკი ამ გამოცდილებას ადამიანური თვალსაზრისით განვჭვრეტთ, შეიძლება ვთქვათ, რომ მოსემ აშკარად კრახი განიცადა. მხედართმთავარი, რომელიც სავსებით მომზადებული იყო იმ განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად, რომელიც მას ზეცამ დაუსახა, ღმერთმა მთებში გააგზავნა სულ სხვა განათლების მისაღებად, რომელიც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ იგი ისრაელის წარმატებული მხედართმთავარი გამხდარიყო...ქიმ 96.6

    ღმერთის ჩანაფიქრით, მოსე მარტოობაში, უფლის მძლავრ მკლავზე დაყრდნობით, უნდა შედგომოდა ლოცვისა და რწმენის შესწავლას. ყველას საკუთარი გამოცდილება უნდა გააჩნდეს. თავად უნდა შევისწავლოთ ღვთიური გაკვეთილები, რადგან თუკი მოკვდავთა დახმარების იმედი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ვაფასებთ საკუთარ ძალებს, იმიტომ რომ დამოუკიდებლად კი არ ვდგავართ ფეხზე, არამედ მხოლოდ ღმერთის შემწეობით. როდესაც ყოველი მხრიდან გვდევნიან და ჩვენ მარტოობაში აღმოვჩნდებით, ჩვენი რწმენის საყრდენ ღერძს გარს ეხვევა ერთადერთი საიმედო საყრდენი - უკიდეგანო ღმერთი.ქიმ 96.7