Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ეკლესიები უნდა აიგოს ღვთის სადიდებლად, 27 მაისი

    „და დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი... და ყოველივე გულუხვად გაიღო სოლომონმა უფლის სახლისა და თავისი სახლის წარმატებით ასაშენებლად” (2 ნეშტ. 7:11).ქიმ 150.1

    თითქმის სამი ათასი წლის წინ უფლის ნებით იერუსალიმში ტაძარი აიგო. უფლის რჩეულმა ხალხმა უდიდესი კურთხევა მიიღო ღმერთისაგან; ებრაელები ძვირფას სახლებში ცხოვრობდნენ, მაგრამ წინანდებურად ფარდაჩამოკიდებულ საწმიდარში სცემდნენ თაყვანს უფალს. იქ, ქერუბიმებს შორის დავანებულიყო ღვთიური არსებობის ხილული ნიშანი და ღვთიური დიდება ანათებდა...ქიმ 150.2

    რასაკვირველია, იყო შემთხვევები, ღმერთის თაყვანისცემა გარდაუვალი ეჩვენებოდათ ძალიან მოკრძალებულ ადგილებში; და უფალიც არ აკავებდა თავის სულიწმიდას და თავის იქ ყოფნაზე უარს არ ეუბნებოდა ხალხს, რომელიც იმ დროს ყველაფერს აკეთებდა, რაც ხელეწიფებოდა და თუ იუდეველნი ჭეშმარიტად ეთაყვანებოდნენ მას, ის ყოველთვის ამჩნევდა მათ ძალისხმევას და არ განიკითხავდა მათ...ქიმ 150.3

    უფალმა შეახსენა დავითს, რა მოკრძალებული ადგილი ეკავა მას, როდესაც ღმერთმა მოუხმო და დიდად საპასუხისმგებლო საქმე მიანდო. უფალს სურდა, რომ მეფეს არასოდეს დავიწყებოდა, რომ თავისი წარმატებით ღვთიური კურთხევის წინაშე იყო ვალში და არა საკუთარი მემკვიდრეობითი სიკეთით მიაღწია ყოველივეს. თუმცა უფალმა დავითს გულის წადილის აღსრულების ნება არ დართო, მან მას თითქმის ისევე დიდი პატივი დასდო, როცა ეს საქმე მის ძეს დაავალა.ქიმ 150.4

    სოლომონმა განსაკუთრებული სიბრძნე მიიღო ღმერთისაგან. მიუხედავად ამისა, მან ვერ იპოვა თავის ქვეყანაში ჭეშმარიტი რელიგიის აღმსრულებელთა შორის ისეთი მშენებლები, რომელთაც ის თვისებები და დახვეწილი ოსტატობა ექნებოდათ, რომლებიც აუცილებლად საჭირო იყო ზეციური ტაძრის ასაგებად. აი, რატომ მოიწვია სოლომონმა ოსტატები სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც, როგორც მას ეგონა, ღირსეულად დაძლევდნენ ესოდენ საპასუხისმგებლო საქმეს...ქიმ 150.5

    ღმერთს არ გაუცია ჩვენთვის ბრძანება ისეთი შენობის ასაგებად, რომელიც თავისი სიმდიდრითა და დიდებით ტაძარს შეედრებოდა. მაგრამ ჩვენ უნდა ვაშენოთ მოკრძალებული, უბრალო სამლოცველო სახლები, სუფთა და სრულყოფილი თავისი კონსტრუქციით. შემდეგ კი, დაე, შეძლებულმა ადამიანებმა იზრუნონ იმაზე, რომ ისეთივე გულუხვობით და გემოვნებით ააგონ ტაძარი ღმერთის თაყვანისცემისათვის, როგორითაც საკუთარ სახლებს აგებენ და რთავენ. დაე, გამოავლინონ იმის სურვილი, რომ ღმერთს მეტი პატივი მიაგონ, ვიდრე საკუთარ თავს. დაე, დახვეწილი და გემოვნებით შესრულებული იყოს მათი პროექტები. მათ მიერ აშენებული სამლოცველო სახლი მოხერხებული უნდა იყოს, რათა ღმერთის მიერ წარმოდგენილი, აკმაყოფილებდეს მას და ღმერთმაც მიიღოს იგი და მოუვლინოს სულიწმიდა თაყვანისმცემლებს, რომელთა მზერაც მის სადიდებლადაა მიმართული... დაე, ყველამ, ახალგაზრდამაც და ხანდაზმულმაც გაიღოს სახსრები და მონაწილეობა მიიღოს ღმერთისათვის სახლის მშენებლობაში.ქიმ 150.6