Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტიანი ყოველთვის სისუფთავის მოყვარული უნდა იყოს, 16 აპრილი

    „და უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი” (გამ. 19:10).ქიმ 109.1

    პირადი ჰიგიენის დაუცველობა ყველაზე ხშირად სხვადასხვა დაავადებების გავრცელების მიზეზი ხდება. წესრიგი და სისუფთავე - ეს ზეციური კანონებია. მოსესათვის მიცემული მითითებები სინაის მთაზე ღმერთის მიერ თავისი კანონების გაცხადების წინ ძალიან მკაცრი იყო... ებრაელებს ებრძანათ გაეკეთებინათ ეს, რათა სუფთანი ყოფილიყვნენ, როდესაც ღმერთის წინაშე წარსდგებოდნენ. ის წესრიგის ღმერთია და თავისი ხალხისაგან წესრიგსა და სისუფთავეს მოითხოვს.ქიმ 109.2

    ისრაელის შვილებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვათ თავისი სამოსისა და სხეულის უსუფთაობა. თუკი ჭუჭყიანი იყო მათი სამოსი ან დაუბანელი სხეული, ბანაკიდან იდევნებოდნენ საღამომდე, ვიდრე არ დაიბანდნენ და არ გაირეცხავდნენ თავის ტანსაცმელს. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლოთ ბანაკში დაბრუნება. აგრეთვე ევალებოდათ ყველა თავისი ნარჩენი ბანაკიდან შორს გაეტანათ...ქიმ 109.3

    დღეს უფალი თავის ხალხს არანაკლებ მოთხოვნებს უყენებს, ვიდრე შორეულ წარსულში. თუკი სისუფთავის დაცვა საჭირო იყო უდაბნოში მოარულ ისრაელიანთათვის, რომლებიც თითქმის მთელი დღე სუფთა ჰაერზე იმყოფებოდნენ, კიდევ უფრო აუცილებელია ჩვენთვის, ვინაიდან დახურულ შენობებში ვცხოვრობთ, სადაც ჭუჭყი კიდევ უფრო შესამჩნევია და კიდევ უფრო დამღუპველად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.ქიმ 109.4

    სინაიზე გამოცხადებული ზნეობრივი კანონი ვერ დაიპყრობს დაბინძურებულ და უწესრიგო ადამიანთა გულებს. თუკი ისრაელიანთ არ შეეძლოთ ამ წმინდა კანონის დებულებათა მოსმენა, თუკი არ გასუფთავდებოდნენ და არ გაირეცხავდნენ თავის სამოსს, მაშინ როგორღა ჩაიბეჭდება ეს მცნებები ბინძური და მოუწესრიგებელი ადამიანების გულებში, რომელთაც არ შეუძლიათ სისუფთავის დაცვა საკუთარ სახლში?..ქიმ 109.5

    საშინელი ეპიდემიები მუსრავდა ქალაქებსა და სოფლებს. ბევრი იღუპებოდა ან ინვალიდად რჩებოდა. ხშირად ეპიდემიების მსხვერპლთა საცხოვრებელში იყო ნივთიერებები და საგნები, რომლებიც მომაკვდინებელ შხამს ავრცელებდა ჰაერში, რომლითაც ოჯახის წევრები და მეზობლები სუნთქავდნენ...ქიმ 109.6

    ერთხელ ინგლისის პრემიერმინისტრის ლორდ პალმერსტონს შოტლანდიელმა მღვდელმსახურებმა სთხოვეს, დაენიშნა მარხვისა და ლოცვის დღე მოსახლეობისათვის ქოლერის თავიდან ასაცილებლად. ლორდმა უპასუხა მათ: „დაასუფთავეთ და დეზინფექცია ჩაუტარეთ ქუჩებსა და სახლებს, შეაჩვიეთ ღარიბები სისუფთავისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, მიაქციეთ ყურადღება მათ საკმარის კვებასა და სუფთა ტანსაცმლით მომარაგებას, დაიცავით ზოგადი სანიტარული და ჰიგიენური წესები და აღარ იქნება მარხვის გამოცხადების საჭიროება. უფალი არ შეისმენს თქვენს თხოვნას, თუ არ შეასრულებთ მის პროფილაქტიკურ წესებს, რომლებზედაც მე ესესაა მოგახსენეთ”.ქიმ 109.7