Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთი გვთავაზობს გამოვავლინოთ ჩვენი წმინდა გულდაჯერება, როდესაც მას ვუახლოვდებით, 20 აპრილი

    „და უთხრა: მაჩვენე მე შენი დიდება” (გამ. 33:18).ქიმ 113.1

    ყველა ადამიანმა, რომელსაც საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია, უნდა გაიგოს, რომ, უპირველეს ყოვლისა, ღმერთისაგან უნდა მიიღოს ძალა, რათა შემდეგ ადამიანებზე მოახდინოს გავლენა... ღმერთს ესმის თავისი მედგარი მსახურების ლოცვები და მოწოდებები. მათი, ვინც იღწვის მისი საქმის წარმატებისათვის. ის სუსტ მოკვდავებთან პირისპირ საუბარსაც კი არ ერიდება. ის არა მარტო მოთმინებით, არამედ კმაყოფილებით ისმენს იმათ დაჟინებულ ლოცვებს, ვისაც ნამდვილად წყურია მისგან დახმარების მიღება.ქიმ 113.2

    მისმა მორჩილმა მოსემ გააცნობიერა თავისი უუნარობა იმ დიდი საქმის შესრულებაში, რომელიც დაევალა და მუდარით მიმართავდა ღმერთს, რათა მის გვერდით ყოფილიყო. მაგრამ საყვედურის ნაცვლად მოსემ პასუხად გაიგონა სიტყვები: „მე თავად წამოვალ და დაგასვენებ შენ”. მოსემ მიიღო აღთქმა იმისა, რომ შეეძლო ღმერთისთვის გადაეცა მთელი თავისი ტვირთი. მაგრამ მოსე იმდენად დამძიმებულია მასზე დაკისრებული უზარმაზარი პასუხისმგებლობის შეგნებით, რომ კიდევ უფრო უახლოვდება ღმერთს და კიდევ უფრო დაჟინებით სთხოვს დახმარებას. ღვთიური პასუხი ასეთია: „რაც თქვი, გავაკეთებ, რადგან ჰპოვე შენ მადლი ჩემს თვალში და გიცნობ სახელით”.ქიმ 113.3

    თავისი წარმატებით შთაგონებული მოსე მეტ გამბედაობას იძენს და თავის წმინდა თავდადებას კიდევ უფრო ავლენს, ვიდრე არ მიაღწევს იმ თხოვნამდე, რომელსაც საწყალი მოკვდავნი ვერც კი წარმოიდგენდნენ. ლოცვაში ღვთის მონა სულ უფრო და უფრო უახლოვდება ღმერთს და ახლა მიმართავს იმგვარი თხოვნით, რომელიც ვერ გაუბედია ვერც ერთ მოკვდავს: „მაჩვენე მე შენი დიდება”. ნუთუ არ მოიშორებს ღმერთი თავის მორჩილს ასეთი თვითდაჯერებულობის გამო? და მესამედაც გაისმის პასუხი: „მე ჩამოვატარებ მთელს ჩემს სიკეთეს შენს წინაშე”...ქიმ 113.4

    ო, რაოდენ დიდია ღმერთის სულგრძელობა! ხელი, რომელმაც შექმნა სამყარო, სვავს რწმენის დიდ პატრიარქს კლდის ნაპრალში, რათა უჩვენოს ღვთის დიდება და მთელი ღვთიური წყალობა...ქიმ 113.5

    ყველაზე ბრწყინვალე გონება, ყველაზე გულმოდგინე კვლევა, ყველაზე ლამაზი სიტყვაკაზმულობა ვერ შეცვლის უფლის სიბრძნესა და ძალას იმ ადამიანებისათვის, ვინც ღვთის საქმესთან დაკავშირებულ მოვალეობებს ასრულებენ... ღმერთმა გაითვალისწინა ყველაფერი იმისათვის, რომ მისმა მსახურებმა მიიღონ დახმარება, რომლის გაწევაც მხოლოდ მას შეუძლია. თუკი ისინი აჩქარდებიან, ყოველდღიურ ფუსფუსში ვერ იპოვიან დროს ლოცვისა და ბიბლიის სწავლისათვის, აუცილებლად დაუშვებენ შეცდომებს. თუკი იესო ქრისტეს ალამი არ აღიმართება სატანის წინააღმდეგ, ის გაიმარჯვებს ჩვენი დროისათვის ძალზე მნიშვნელოვან საქმეებში მონაწილეებზე.ქიმ 113.6