Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთისადმი ერთგულება უწმინდურთა მრისხანებას იწვევს, 29 იანვარი

    „და გადმოხედა უფალმა აბელსა და მის ძღვენს. და კაენსა და მის ძღვენს არ გადმოხედა უფალმა” (დაბ. 4:4, 5).ქიმ 31.1

    კაენმა და აბელმა ღმერთისაგან კონკრეტული მითითება მიიღეს მსხვერპლთან დაკავშირებით, რომელიც ღმერთისათვის აუცილებლად უნდა შეწირულიყო. ცხვრების მწყემსმა აბელმა მორჩილება გამოვლინა უფლისადმი და მას კრავი შესწირა. ეს კრავი ღვთის კრავის სიმბოლოს წარმოადგენდა, რომელიც დაიკვლება წუთისოფლის ცოდვათა გამო. კაენმა შესაწირავად მის მიერ მოყვანილი მიწის ნაყოფი მოიტანა. აბელზე დამოკიდებული რომ არ ყოფილიყო თავის მსხვერპლშეწირვაში, კაენმა არ სთხოვა მას კრავი. იგი თვლიდა, რომ მისი შრომა სრულყოფილია და იგი ღმერთს შესთავაზა.ქიმ 31.2

    კაენმა აბელთან მათი მსხვერპლის შესახებ იმსჯელა და ღმერთს მიკერძოებაში დასდო ბრალი. აბელი არწმუნებდა ძმას და თანაც ახსენებდა ღმერთის მოთხოვნას მსხვერპლის თაობაზე. კაენი განარისხა იმან, რომ უმცროსმა ძმამ გაბედა, მისთვის ჭკუა ესწავლებინა. მან დაუშვა, რომ მისი გული შურითა და ეჭვით აღვსილიყო. მან შეიძულა თავის ძმა, რადგან უფალმა მას მიანიჭა უპირატესობა.ქიმ 31.3

    შექმნილ გარემოებებზე კაენი ბევრს ფიქრობდა და უფრო მეტად ბრკოლდებოდა. მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ღმერთთან მხოლოდ თავისი ქონება მიიტანა და არ შესთავაზა უფალს მსხვერპლად შესაწირად კრავი, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობდა თავის მართლებას და აბელს განიკითხავდა. კაენის მეშვეობით სატანა მოქმედებდა და მას ძმის მოკვლას შთააგონებდა.ქიმ 31.4

    ეს ისტორია ღმერთმა ყველასათვის სამაგალითოდ გამოიყენა, რათა ესწავლებინა მისი სიტყვისადმი უყოყმანო მორჩილება. კაენი და აბელი ადამიანთა ორ კლასს განასახიერებენ: უწმიდურთ და მართალთ, საკუთარი გზებით მოარულთ და უფლის გზებით კეთილსინდისიერად მავალთ, რათა ჰქმნან სამსჯავრო და სამართალი.ქიმ 31.5

    აბელი არ ცდილობდა, ეიძულებინა კაენი, ღმერთის ბრძანება შეესრულებინა. პირიქით, სატანის მიერ შეგულიანებულმა და უკიდურესად განრისხებულმა კაენმა ძალადობას მიმართა, რადგან ვერ აიძულა აბელი, არ დამორჩილებოდა ღმერთის ნებას და რადგანაც ღმერთმა მიიღო აბელის მსხვერპლი, მისი კი უარყო, კაენმა მოკლა საკუთარი ძმა.ქიმ 31.6

    ადამიანთა ორი კატეგორია, რომელთაც კაენი და აბელი განასახიერებდა, იარსებებს წუთისოფლის ისტორიის აღსასრულამდე. მორჩილნი და სიმართლის მოქმედნი ომს არ უცხადებენ უფლის წმინდა კანონის დამრღვევთ. მაგრამ უფლის კანონის დამრღვევნი ჩაგრავენ და დევნიან სხვა ადამიანებს. ისინი თან დაჰყვებიან თავის წინამძღოლს, რომელიც ბრალს დებს ღმერთსა და მათ, ვინც მორჩილების გზით აღწევს სრულყოფილებას. ჩვენს წუთისოფელში სულ უფრო ძლიერდება და ფეხს იკიდებს ისეთი სულისკვეთება, რომელიც გარკვეულ ადამიანებს უბიძგებს იქითკენ, რომ ბრალი დასდონ, განიკითხონ, სატუსაღოში ჩააგდონ და მოკლან სხვა ადამიანები. სწორედ ამ სულისკვეთებით მოქმედებენ ურჩი შვილები.ქიმ 31.7