Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ღმერთის დახმარებით სატანის დამარცხებას შევძლებთ, 27 ივლისი

    „მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს ძლევას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ” (1 კორ. 15:57).ქიმ 211.1

    უზარმაზარი მსხვერპლის ფასად ხელსაყრელ პირობებში ვიმყოფებით, როცა შეგვიძლია ცოდვის მონობისაგან გათავისუფლება, რომელიც გამოიწვია ადამის დაცემამ... ვერასოდეს გავიაზრებთ ადამიანის სულის ღირსებებს, სანამ არ ჩავწვდებით იმ დიდი მსხვერპლის არსს, რომელიც გაღებული იქნა გოლგოთაზე ადამიანთა გამოსყიდვისათვის. ედემში ადამის ცოდვამ კაცობრიობა უიმედო სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მაგრამ ხსნის გეგმის მიხედვით, ყველას, ვინც აუცილებელ მოთხოვნებს შეასრულებს, გაეხსნება ხსნის გზა. უფლის ძის მსხვერპლმა ადამიანებს მეორე გამოსაცდელი ვადა გვაჩუქა. ჩვენ ბრძოლა გველის, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, გავიმარჯვოთ ქრისტეს სისხლის დამსახურების წყალობით.ქიმ 211.2

    ღმერთი ხედავდა, რომ საკუთარი ძალებით ჩვენ ვერ გავიმარჯვებდით. წარღვნის შემდეგ კაცთა მოდგმა სუსტდებოდა ყოველ მომდევნო თაობასთან ერთად და ქრისტეს დახმარების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ, წინააღმდეგობა გავუწიოთ თავშეუკავებლობის ბოროტებას. როგორი მადლობელი უნდა ვიყოთ იმის გამო, რომ გვყავს მხსნელი, რომელიც დათანხმდა, გაეხადა მეფური სამოსელი, დაეტოვებინა სამეფო ტახტი, შეემოსა თავისი ღვთიურობა ადამიანური ბუნებით, გატანჯულიყო და დასნეულებულიყო...ქიმ 211.3

    ნათლობის შემდეგ სულმა წაიყვანა იგი უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. ქრისტემ გამოსყიდვის საქმე იმ ადგილიდან დაიწყო, სადაც პირველი ადამიანები საკუთარ დაღუპვას შეეჯახნენ და ქვეყნიერების მომავალი კეთილდღეობა დამოკიდებული იყო ბრძოლის შედეგზე, რომელსაც სიცოცხლის მთავარი უდაბნოში აწარმოებდა. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ გაიმარჯვა ყველა გამოცდისას, რაც ვერ შეძლო ადამმა და გამოისყიდა მისი სამარცხვინო მარცხი. სატანამ ბრძოლის ველი დამარცხებულმა დატოვა. ეს გამარჯვება გვარწმუნებს, რომ ღმერთის დახმარებით შეგვიძლია გამარჯვების მოპოვება მტერთან ბრძოლაში უკვე საკუთარი სახელით...ქიმ 211.4

    სატანას ეჩვენებოდა, რომ დაცემული პლანეტის ყველა ხელისუფლება მის განკარგულებაში იყო, მაგრამ როდესაც ქრისტე მოვიდა ბნელეთის მთავართან ძალების მოსასინჯად, სატანამ დაინახა ის, ვისაც შეუძლია წინ აღუდგეს მის ცდუნებებს. ქრისტე ამბობს: „სოფლის მთავარი მოდის და მას ჩემში არაფერი ეკუთვნის”... მთელი ზეცა აკვირდებოდა ქრისტესა და სატანას შორის ბრძოლის დასასრულს... ახლა ჩვენს წინაშე დგას კითხვა: შევძლებთ თუ არა, გამოვიყენოთ ეს სასიკეთო სიტუაცია და გავხდეთ უფრო მეტი, ვიდრე გამარჯვებულნი იმის ძალით, ვინც შეგვიყვარა?ქიმ 211.5