Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესოს ყოველი სულის გადარჩენა შეუძლია, 11 ივლისი

    „რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას” (1 პეტრ. 1:7).ქიმ 195.1

    ჩვენ არც ჩვენი ჭკუა, არც ჩვენი სიტყვები და არც ჩვენი სიმდიდრე არ გვიცავს. ეს არ არის მყარი საყრდენი. ჩვენ გვიცავს მხოლოდ უფლის ძალა ხსნის რწმენის მეშვეობით. ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როცა აუცილებელია რწმენით შევეკრათ ღმერთს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ დავძლევთ ბნელეთის უძლიერეს ძალთა შემოტევას, რომლებიც ჩვენს დაღუპვას ცდილობს...ქიმ 195.2

    ცდუნებები აუცილებლად იქნება. მაგრამ როცა სატანა თავის ჯოჯოხეთურ ჩრდილს გვფენს, რწმენით უნდა გამოვიდეთ სიცოცხლის ნათელში, მასთან, რომელმაც არა მხოლოდ შეგვქმნა, არამედ გამოგვისყიდა კიდეც საკუთარი სისხლით. ჩვენ ქრისტეს ძვირფასი მემკვიდრეობა ვართ. ცოცხალი რწმენით უნდა ვითანამშრომლოთ მასთან ჩვენი ხსნის საქმეში. გამოცდისა და ცდუნებების ჟამს მისი ხელი გამოწვდილია ჩვენსკენ და თანადგომას გვიცხადებს...ქიმ 195.3

    თავისი რწმენის მტკიცედ დამცველნი გამოვლენ გამოცდის ქურიდან, როგორც შვიდგზის განწმენდილი ოქრო... უბედურების ჟამს გახსოვდეთ, რომ ტანჯვისა და მწუხარების ცეცხლში გამოწრთობილი რწმენა ცეცხლში გამოწრთობილ ოქროზე ძვირფასია...ქიმ 195.4

    ნუთუ ფიქრობთ, რომ ქრისტე, რომელმაც საკუთარი სისხლით გამოისყიდა მის მიერ შექმნილი არსებები, ვერ შეძლებს მიანიჭოს მათ საკმაო ძალა და არ დაეხმარება გაიმარჯვონ კრავის სისხლითა და თავისი მოწმობის სიტყვით? მას ძალა შესწევს, გადაარჩინოს ყოველი ადამიანი. ცად ამაღლებისას მან თქვა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცასა და მიწაზე”. ის, ვინც კაცობრიობას ჩაუდგა სათავეში, ფლობს სრულ ძალაუფლებას ჩვენს გამოსასყიდად. თითქმის ექვსი კვირა ებრძოდა უცოდველი მაცხოვარი ბნელეთის ძალებს ცდუნების უდაბნოში და გაიმარჯვა არა საკუთარი, არამედ ჩვენი სახელით, რითაც თითოეულ ადამის ძესა და ქალს გამარჯვების საშუალება მისცა მისი უცოდველი ცხოვრების დამსახურებათა იმედით...ქიმ 195.5

    მხოლოდ ისინი, ვინც უბიწოებას შეინარჩუნებს ამ ცხოვრებაში, იხილავენ მეფეს მთელი მისი მშვენიერებით. დაივიწყეთ ყოველგვარი ამპარტავნება, ფუჭსიტყვაობა, ყველაფერი ქარაფშუტული და ხორციელი. ნუ გამოიტენით გონებას აზრებით მიწიერი გართობისა და დროსტარების შესახებ. მოახდინეთ თქვენი სულის გადარჩენა. თუკი სულს დაკარგავთ, ჯობდა სულ არ გაჩენილიყავით ამ ქვეყნად. ამასთან, ჩვენ ყველა წინაპირობა გაგვაჩნია ჩვენი სულის გადარჩენისათვის. თქვენ შეგიძლიათ ღმერთის მიერ მოცემული სიცოცხლის ყოველი წამი გამოიყენოთ მისი სახელის სადიდებლად. გაძლიერდით და შეებრძოლეთ ბნელეთის ძალებს, რათა თქვენზე გამარჯვება ვერ შეძლონ.ქიმ 195.6