Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ვისთან დადიხართ? , 4 თებერვალი

    „აბა, თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ” (ამოს. 3:3).ქიმ 37.1

    იმათაც კი, ვინც მტერზე ბატონობას ლამობს, უვითარდებათ არამართებული საქციელისადმი მიდრეკილება. ბოროტება ძლევს სიკეთეს, რადგან მცირედმორწმუნეთ ქრისტეს სრული სასოება არ გააჩნიათ. ისინი არ იმყოფებიან მასში და რადგანაც ღმერთს მინდობილი არ არიან, მათი ხასიათიც არათანმიმდევრულია. მაგრამ სულაც არაა სავალდებულო ურთიერთობისათვის ასეთი ადამიანების არჩევა. ცხოვრებისეული ცდუნებები ყველგან გვხვდება და ვინც ჩივის, რომ ეკლესიის ზოგი წევრი ცივი, ამაყი, ამპარტავანია და არ ჰგავს ქრისტეს, სულაც არ არის ვალდებული, შევიდეს მასთან ურთიერთობაში. ეკლესიაში ბევრია გულისხმიერი, თავდადებული და ერთგული ადამიანი, რომლებიც, თუ საჭიროა, მზად არიან საკუთარი სიცოცხლეც კი გაიღონ სხვების გადასარჩენად. მოდით, ეკლესიის წევრების გამკითხავი კი არ გავხდეთ, არამედ დავუშვათ სარეველას გაიზარდოს ხორბალთან ერთად, რადგან სწორედ ასე გვირჩია ქრისტემ. თუმცა, მკის დროს თუ მარტო ხორბალი არ აიღება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია სარეველად დავრჩეთ.ქიმ 37.2

    ვინც უარყოფს იესოს ცხოვრებასა და ხასიათს და არ სურს, ემსგავსოს მას, ფაქტიურად ღმერთთან მტრულ დამოკიდებულებაში იმყოფება. „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია, - ამბობს ქრისტე, - და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს”. ღმერთის მოყვარულნი არ შეიკრებენ თავის ირგვლივ მის მტრებს, რათა იმეგობრონ მათთან. საკითხი ასე დგას: „უნდა დაეხმარო თუ არა უწმინდურთ და გიყვარდეთ უფლის მოძულენი?” ქრისტიანები არ ირჩევენ არაქრისტიანულ საზოგადოებას.ქიმ 37.3

    თუკი უფალი მათ პასუხსაგებ თანამდებობაზე აყენებს წუთისოფელში, როგორც იოსებსა და დანიელს, ის დაიფარავს მათ შერყვნისაგან. უნდა შეგვეძლოს ბოროტისა და კეთილის გარჩევა. ყველას გვჭირდება ის დახმარება და დარიგება, რომელიც ჭეშმარიტი რწმენისაგან მოდის. ყური მივუგდოთ უდიდესი მატყუარის გამონაგონისა და ცდუნებისაგან თავისუფალ ბიბლიურ მოძღვრებას და ვეცადოთ, მოვხვდეთ უფრო სუფთა, სულიერ ატმოსფეროში, რათა ჩვენი ხასიათი ჩამოყალიბდეს გამძლე და ხარისხიანი მასალისაგან.ქიმ 37.4

    როდესაც შევდივართ ურთიერთობაში ადამიანებთან, რომელთაც ღმერთის რწმენა არ გააჩნიათ, მაშინ ცდუნების ოსტატი შეუმჩნევლად ასნეულებს ჩვენს გონებასა და გულს ცრუ წარმოდგენებით, რომლებიც ბევრისათვის დამღუპველი აღმოჩნდება. ნუთუ, აირჩევთ ურთიერთობას ურწმუნოებთან და უღმერთოებთან, მათთან, ვინც ღიად არღვევს უფლის კანონს? ნუთუ საკუთარი ნებით გამოეყოფით ღმერთის მოყვარულთ? ნუთუ სულ უფრო დაცილდებით ნათელს? ეს მაცდუნებელი გზაა. ვერასოდეს იპოვით ისეთ ადგილს, სადაც ძალიან ბევრია ნათელი, მაგრამ, ვაი მას, ვინც ირჩევს წყვდიადს ნაცვლად ნათელისა.ქიმ 37.5