Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გვესმოდეს განსხვავება რწმენასა და თავდაჯერებას შორის, 13 ნოემბერი

    „ნებლიე ცოდვებს განაშორე მსახური შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწიკვლო შევიქმნები, და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას” (ფსალმ. 18:14).ქიმ 320.1

    არასწორი გაგება დიადი ჭეშმარიტებისა, რომ თითქოს ხსნა მთლიანად ქრისტეს ხელშია, იწვევს თავდაჯერებას. ათასობით ადამიანს ერევა ქრისტესმიერი თავისუფლება ურჯულოებაში, და რაკი ქრისტე მოვიდა, რათა გაგვათავისუფლოს რჯულის გამო მსჯავრისაგან, მრავალი აცხადებს, რომ რჯული გაუქმებულია და მისი დამცველები მადლს მოსწყდნენ. ამრიგად, რადგან ჭეშმარიტება და ცდომილება ძალიან ჰგავს ერთმანეთს, სულიწმიდის მადლს მოკლებული ადამიანები ცდებიან და სატანის სიცრუის კლანჭებში იგდებენ თავს. სატანა ქრისტიანებს ჭეშმარიტების ნაცვლად ცდომილებისკენ უბიძგებს და ამით სურს პროტესტანტული სამყაროს განსაკუთრებული პატივისცემა დაიმსახუროს.ქიმ 320.2

    ყოველი ადამიანი უნდა უფრთხოდეს მის ხრიკებს. უნდა ვიკითხოთ ბიბლია და აღვასრულოთ წერილები... ყოველი გული უნდა ღაღადებდეს: რა არის ჭეშმარიტება? თუ გვსურს გავუძლოთ ყოველი მხრიდან შემოჯარულ ცრუ მოძღვრებასა და ღვთის ჭეშმარიტება სიცრუით არ შევცვალოთ, უნდა მივიღოთ ზეციური ცხებულება...ქიმ 320.3

    პირველი რეფორმატორები, ვისი პროტესტებითაც იშვა სახელი „პროტესტანტები”, გრძნობდნენ, რომ ღმერთმა მოუწოდა წუთისოფლისთვის სახარების ნათელი მოეფინათ და მოწოდების შესასრულებლად მზად იყვნენ გაეწირათ სახელი, თავისუფლება და სიცოცხლეც. ვასრულებთ თუ არა ასე ერთგულად ჩვენს მოვალეობას დიადი ბრძოლის უკანასკნელ შეტაკებაში?..ქიმ 320.4

    ლუთერის კალამს დიდი ძალა ჰქონდა და ქვეყანას მოდებულმა მისმა ნაწარმოებებმა შეძრა მსოფლიო. იგივე საშუალებები გაასმაგებულად ჩვენც გაგვაჩნია. მრავალ ენაზე გამოცემული ბიბლიები და წიგნები ჩვენს ხელთაა და შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ ქვეყანაში...ქიმ 320.5

    ჭეშმარიტება უნდა ვიქადაგოთ დედამიწის ბნელ ადგილებში. ვაჟკაცურად უნდა გადავლახოთ დაბრკოლებები და შევასრულოთ დიადი სამუშაო. ჭეშმარიტების მცოდნეთ ძლიერი ლოცვით უნდა შესთხოვონ ცას შველა... ღვთის სული გადმოვა მათზე და ისინი შესაბამისად მოემზადებიან, რათა გაუძლონ სამსჯავროს. თუ ისინი ღმერთს მიუძღვნიან თავს, დარწმუნების ძალას შეიძენენ და ჭეშმარიტებას აზიარებენ ადამიანებს. უფლება არა გვაქვს, ძილს მივეცეთ სატანის მოჯადოებულ ტერიტორიაზე, არამედ ვალდებული ვართ ყველა ძალას მოვუყაროთ თავი და ვისარგებლოთ განგების მოცემული ყველა საშუალებით... ჩვენ მოგვეცა აღთქმა: „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღენიადაგ საუკუნის დასასრულამდე”.ქიმ 320.6