Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    როგორ აფასებს ღმერთი თითქოსდა „პატარა” ცოდვას, 10 მაისი

    „დარისხებულია შენს შორის, ისრაელ. წინ ვერ აღუდგები შენს მტრებს, ვიდრე დარისხებულს არ მოიშორებ შენგან” (იესო 7:13).ქიმ 133.1

    ქრისტიანული აღმსარებლობის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა, ვერ იქნება ისეთი შუქურა, რომელიც სწორად მიუნიშნებს გზის მიმართულებაზე. ასეთი ადამიანები ვერ გაატარებენ ცხოვრებაში ჭეშმარიტების პრინციპებს, რომლებიც მხოლოდ სიტყვებით სწამთ, და თავისი ცოდვები და შეცდომები წვრილმანად მიაჩნიათ. როცა ყაქანმა მოიპარა ოქროს ზოდი და შინყარული მოსასხამი, ისიც თვლიდა, რომ ეს მნიშვნელოვანი დანაშაული არ იყო...ქიმ 133.2

    ერთი ყაქანის ცოდვის გამო უფალმა დატოვა ისრაელიანთა მხედრობა, რადგან არ სურდა მათი ცოდვებისათვის კვერი დაეკრა. როდესაც ისრაელიანთა მხედრობა ჰაღაის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა, დამარცხება იგემა...ქიმ 133.3

    როდესაც ისინი მტრისაგან დამარცხებულნი და შერცხვენილნი დაბრუნდნენ, „შემოიხია იესომ სამოსელი, და დაემხო პირქვე მიწაზე უფლის კიდობნის წინ საღამომდე, ისრაელის უხუცესებთან ერთად, და თავზე მტვერი დაიყარეს. და თქვა იესომ: „ვაი, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოალახინე ამ ხალხს ეს იორდანე, ნუთუ იმისათვის, რომ ამორეველთა ხელში მიგეცა ჩვენი თავი დასაღუპავად? ნეტა იორდანეს გაღმა დავმკვიდრებულიყავით! ჰოი, უფალო, რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა თავის მტრებს ზურგი უჩვენა? გაიგებენ ქანაანელნი და ქვეყნის ყველა მკვიდრი, და შემოგვერტყმიან ჩვენ, და მოსპობენ ჩვენს სახელს ქვეყნიდან. და რას უზამ შენს დიად სახელს?”ქიმ 133.4

    თუკი სულიერი შორსმჭვრეტელობა გახასიათებთ იესოს ამ ლოცვიდან შეიტყობთ, რომ საქციელი, რომელიც ყაქანს უმნიშვნელოდ მოეჩვენა, ისრაელის პასუხისმგებელ ძეთათვის ძლიერი სულიერი ტანჯვისა და წამების მიზეზი გახდა... ყაქანი, დამნაშავე მხარე, არ გრძნობდა არანაირ სულიერ ტვირთს. ის სრულიად აღუშფოთებელი იყო...ქიმ 133.5

    ვიდრე იერიხონის მისადგომებისაკენ გაეშურებოდნენ, ისრაელიანებმა მკაფიო მითითებები მიიღეს მათი ქცევის შესახებ. იესომ თქვა: „დარისხებული უნდა იყოს ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია”... ყაქანს ესმოდა ეს გაფრთხილება, მაგრამ მოისურვა იერიხონის დარისხებული საგანძურის ხელში ჩაგდება, თუმცა ისინი განადგურებას ექვემდებარებოდა. ის მზად იყო ის ოქროვერცხლი მოეპარა, რომელიც ღმერთისათვის უნდა მიეძღვნათ. ამის ნაცვლად მან ისინი საკუთარი სახლის საგანძურში ჩადო...ქიმ 133.6

    მოისმინეთ ღრუბლის სვეტით შემოსილი იესო ქრისტეს ბაგეთაგან წარმოთქმული სიტყვა: „აღარ ვიქნები თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს”.ქიმ 133.7