Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ნუ გაავრცელებთ ცრუ ცნობებს, 22 აპრილი

    „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან იგი ჩვენზე ძლიერია” (რიცხ. 13:32).ქიმ 115.1

    უფლის საქმეში საჭიროა იმ ახალგაზრდების ჩაბმა, რომლებსაც სურთ და უნარიც გააჩნიათ, იშრომონ, გულმოდგინედ და მთელი ძალით წინ წასწიონ ეს საქმე. მაგრამ უფალი მუდამ იდგა და ყოველთვის იქნება ძველი, მედგარი ხელმძღვანელების გვერდით, რომლებიც მედგრად იცავენ ჭეშმარიტებას საფრთხის ჟამს. როდესაც ახალგაზრდა ხელმძღვანელების რწმენის საძირკველი მოირყევა და მათი სახლები დაინგრევა, ძველი, გამოცდილი მებრძოლებისაგან შეიძლება იმის მსგავსი მოწმობების მოსმენა, როგორიც ქალებმა წარმოთქვა: „ასვლით ავიდეთ და დავიმკვიდროთ იგი, რადგან ჩვენ შეგვიძლია მათი ძლევა”. მაგრამ იქვე გაისმა უნდობლობის გამომხატველი ხმა: „ვერ შევძლებთ გასვლას იმ ხალხის წინააღმდეგ, რადგან იგი ჩვენზე ძლიერია”. ეჭვის ერთი სიტყვა გზას უმზადებს კიდევ უფრო დიდ ეჭვსა და ურწმუნოებას. სატანა არ ეხსნება მათ, ვისი ცდუნებაც შეუძლია, ღმერთისადმი უნდობლობის გამოსავლენად...ქიმ 115.2

    რა გავლენა მოახდინა ქალების შეტყობინებამ ისრაელიანთა საზოგადოებაზე?.. „და დრტვინავდა ყოველი ისრაელის ძე მოსეზე და აარონზე, და უთხრა მათ მთელმა თემმა: ნეტავ დავხოცილიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, ან ნეტავი ამ უდაბნოში დავხოცილიყავით!”...ქიმ 115.3

    დაე, ყველამ ყურადღებით წაიკითხოს რიცხვთა წიგნის მე-14 თავი და გაიგებენ, რომ ადამიანებს შეუძლიათ ცრუ ცნობები გაავრცელონ, როგორც ეს ისრაელიანთა მზვერავებმა გააკეთეს, რომელთა მისიაზეც დამოკიდებული იყო მილიონზე მეტი ადამიანის ბედი...ქიმ 115.4

    ადამიანებმა, რომლებმაც იმედისგამცრუებელი შეტყობინება მოიტანეს და სასოწარკვეთილებაში ჩააგდეს ისრაელიანთა მხედრობა, გადაწყვიტეს ბოლომდე სატანური ძალების სამსახურში დარჩენილიყვნენ და აეჯანყებინათ ხალხი, მაშინ როცა მათ, ვინც ღმერთის ერთგულება შეინარჩუნეს, ამხილეს ისინი ცრუ მოწმობაში. მცირედმორწმუნეებმა შეძლეს თავის მხარეზე გადაებირათ მთელი მხედრობა და იმის შთაგონება მათთვის, რომ მათ სიმართლე თქვეს ქანაანის ქვეყანაში ნანახის შესახებ. კრება სიცრუის მხარეზე დადგა და სატანური ძალებით შთაგონებული ადამიანები უბიძგებდნენ ხალხს ერთგული მზვერავების წინააღმდეგ გალაშქრებისაკენ, სთავაზობდნენ მათ ქვებით ჩაექოლათ იესო ნავეს ძე და ქალები, რომლებმაც გაბედეს სიმართლის თქმა ამ მიწის შესახებ.ქიმ 115.5

    მაგრამ ვინც ჭეშმარიტების შესახებ მოწმობს, ყოველთვის იპოვის დაცვას. რამ გადაარჩინა იესო ნავეს ძისა და ქალების სიცოცხლე? „და უფლის დიდება გამოუჩნდა საკრებული კარავში ყოველ ისრაელის ძეს”...ქიმ 115.6

    მოცემულ შემთხვევაში ჩვენ გაგვაჩნია იმის მოწმობა, რომ უფლის რისხვამ გაიღვიძა აჯანყებული ხალხის წინააღმდეგ, მათ წინააღმდეგ, ვინც მიიღო დიდი წყალობა ნათელის სახით და ძვირფასი შესაძლებლობებით უფლის ნების გასააზრებლად, რომელიც მათ თვით ქრისტემ გადასცა, მათმა უხილავმა ბელადმა, რომელიც დღისით ღრუბლით და ღამით ცეცხლოვანი სვეტით იყო გარშემორტყმული.ქიმ 115.7