Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    განადიდე ღმერთი და არა საკუთარი თავი, 29 აპრილი

    „და დაჰკრა კლდეს თავისი კვერთხი ორჯერ. და წამოვიდა უხვად წყალი... და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: რადგან არ მერწმუნეთ მე, რომ გამომეჩინა ისრაელის ძეთა თვალში ჩემი სიწმიდე, ამიტომ ვერ შეიყვანთ ამ კრებულს იმ ქვეყანაში, რომელიც მათთვის მაქვს მიცემული” (რიცხ. 20:11, 12).ქიმ 122.1

    უდიდესი უგუნურება, რაც კი შეგვიძლია დედამიწაზე ცხოვრებისას ჩავიდინოთ, - ესაა საკუთარი წარმატებების გამო პატივი ჩვენსავე თავს მივაწეროთ. რაც უფრო მორჩილი დავდივართ ღმერთთან, მით უფრო ხშირად მოვა იგი ჩვენს დასახმარებლად. უფალი თავის მსახურთ არაფერს ავალებს, თუ მათ ღვთიური დახმარება არ აღმოუჩინა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ სატანა თავის ბოროტ ანგელოზებთან ერთად თავს დაესხმება. ხოლო, თუკი ვერ ვაღწევთ მნიშვნელოვან წარმატებებს ჩვენს საქმეში, მიზეზი იმაშია, რომ ვეყრდნობით საკუთარ ძალისხმევას და არა ღვთის დახმარებას... დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ მართავს სატანა თავის მიმდევრებს და თესავს მათი მეშვეობით წყვდიადსა და სიცრუეს. თქვენს უპირატესობას წარმოადგენს იმის რწმენა, რომ იესო თავდაუზოგავად იღვაწებს ჩვენთვის, დაგვეხმარება ჩვენი საქმის შესრულებაში...ქიმ 122.2

    მთელი ზეცა დაინტერესებულია მათი საქმიანობით, ვინც უნდა გადარჩეს ღვთის სასუფევლისათვის. „უჩემოდ, - ამბობს ქრისტე, - არაფრის კეთება არ შეგიძლიათ”. აქედან გამომდინარე, უფლება არა გვაქვს, მივისაკუთროთ დიდების არც ერთი იოტი. თუმც ზოგჯერ საკუთარ სისუსტეს გრძნობთ, თქვენ ძლევამოსილ ღმერთთან კავშირის დამყარების ძალა გაგაჩნიათ. ვიცი, რომ არარაობა ვარ, მაგრამ იესოს ჩემი გადარჩენა შეუძლია. მე არაფერი შემიძლია, მაგრამ იესოს დიდი საქმეების კეთება ძალუძს. ღმერთს სურს, რომ ვიღვაწო მისთვის, მაგრამ ჩემი ძალისხმევა ფუჭი იქნება მისი დახმარების გარეშე.ქიმ 122.3

    ისრაელი ყოველთვის ამბობდა: „ეს მოსემ გააკეთა” და მისი მზერა ღმერთისკენ არ იყო მიმართული. ღმერთს ჭკუა უნდა ესწავლებინა თავისი ხალხისთვის და როცა მოსემ გაბედა დიდების მითვისება, ღმერთმა ისრაელიანთ დაანახა, რომ დიდ საქმეებს მოსე კი არა, თავად აკეთებდა. ბოლოს და ბოლოს მოსეს უთხრა ღმერთმა: „ვერ შეხვალ წმინდა მიწაზე”. უფალმა თვალნათლივ უჩვენა ისრაელიანთა მხედრობას, თუ ვისი ხელი ატარებდა მათ.ქიმ 122.4

    სწორედ მაშინ, როცა სრულ უსუსურობას ვგრძნობთ, ქრისტე თვლის, რომ დროულად მოგვცეს სულიწმიდა. ის თავისი ხსნით შეგვმოსავს, როცა პატივსა და ღირსებას მივაგებთ მისი საქმების გამო. დაე, დაგვეხმაროს უფალი, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, რათა შევითვისოთ ქრისტეს სკოლის გაკვეთილები. ეს გაკვეთილებია: უდრტვინველობა და გულის მორჩილება. ზოგიერთმა ჩვენგანმა ვერა და ვერ ისწავლა ეს გაკვეთილები. ისინი შრომობენ თავისთვის და არ ესმით, ვინაა მათი ძალის წყარო.ქიმ 122.5