Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ივლისი

    სატანის ცბიერებისაგან თავის დასაღწევად საჭიროა მუდმივი ლოცვა, 1 ივლისი

    „იესო, სულიწმიდით აღვსილი დაბრუნდა იორდანედან და სულით გაყვანილ იქნა უდაბნოში” (ლუკ. 4:1).ქიმ 185.1

    რატომ გაიგზავნა ქრისტე უდაბნოში საცდუნებლად თავისი საჯარო მსახურების დასაწყისში? სწორედ სულიწმიდამ წაიყვანა იგი იქ და გაეშურა იგი უდაბნოში არა თავისი, არამედ ჩვენი სახელით, რათა ჩვენთვის გამარჯვება მოეპოვებინა. არავის დაუძალებია, მაგრამ სულიწმიდით ვიდოდა მისი ადამიანური ბუნების გამოსაცდელად, ვინაიდან კაცთა მოდგმას სათავეში უნდა ჩადგომოდა.ქიმ 185.2

    იმ დროს, როგორც ყოველთვის, ქრისტე მამა ღმერთთან სრულ თანხმობაში იმყოფებოდა. იგი უნდა შემოწმებულიყო და გამოცდილიყო როგორც ჩვენი მოდგმის წარმომადგენელი. ის სულიწმიდით იყო მივლინებული, რათა მტერთან პირისპირ დარჩენილიყო და დაემარცხებინა ის, ვინც მიწიერი სამეფოების მთავრად აცხადებდა საკუთარ თავს. ქიმ 185.3

    უდაბნოში ყოფნისას ქრისტე მარხულობდა, მაგრამ შიმშილს არ გრძნობდა. მუდმივ ლოცვაში მამისადმი ითხოვდა დახმარებას, რათა წარმატებით გამკლავებოდა მტრის შემოტევას. იგი შიმშილის შემოტევას არ გრძნობდა. მთელ დროს გულმოდგინე ლოცვაში ატარებდა ღმერთთან განმარტოებული. ის თითქოს თავისი მამის გვერდით იმყოფებოდა, მის ძალას ისრუტავდა მტრებზე გამარჯვებისათვის, აგრეთვე სულ უფრო რწმუნდებოდა იმაში, რომ მიეცემა კურთხევა ყოველივეს შესასრულებლად, რაც მან კაცობრიობისთვის უნდა გააკეთოს. მოსალოდნელ ბრძოლაზე ფიქრმა გამოდევნა მისი გონებიდან ყველა სხვა გრძნობა და მისი სული სიცოცხლის პურით იკვებებოდა ისევე, როგორც დღეს დაპურდება ყველა ცდუნებული, თუკი ღმერთს მიმართავს დახმარებისათვის. ის იკვებებოდა იმ ჭეშმარიტებით, რომელიც ხალხისათვის უნდა გადაეცა, რადგან მიეცა ძალაუფლება დაიხსნას ადამიანები სატანის ცდუნებებისაგან. ის ხედავდა, რომ დაცემულებზე და ცდუნებულებზე სატანის ძალაუფლება სუსტდება. ის საკუთარ თავს სნეულთა მკურნალად, სასოწარკვეთილთა მანუგეშებლად და გამამხნევებლად, საწყალთათვის სახარების მქადაგებლად ხედავდა. ანუ იმ სამუშაოს შემსრულებლად, რომლისთვისაც იგი ღმერთმა გაამწესა. და ის არ გრძნობდა შიმშილს თავისი ორმოცდღიანი მარხვის დასრულებამდე...ქიმ 185.4

    ქრისტე უდაბნოში იმყოფებოდა, სადაც გარეული მხეცები იყვნენ მისი ერთადერთი თანამგზავრები და მთელი გარემოცვა ეხმარებოდა, უფრო მძაფრად შეემეცნა თავისი ადამიანური ბუნება. მოულოდნელად ანგელოზი მოევლინა, იგი გარეგნულად არაფრით განსხვავდებოდა იმათგან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ნახა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თუ ღვთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს”. „თუ ღვთის ძე ხარ” - ამ სიტყვებში აშკარად ჩანს უნდობლობა. ისინი გაჟღენთილი იყო ბოღმით, რომლითაც მოცული იყო სატანის გონება. მისი ხმის ინტონაციაში უკიდურესი სკეპტიციზმი სჭვიოდა.ქიმ 185.5