Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დევნა იესოს დღეებში და ახლა, 29 აგვისტო

    „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას” (იოან. 15:20).ქიმ 244.1

    ლუკას სახარებაში ვკითხულობთ, რომ ქრისტემ ქალაქ ნაზარეთის სინაგოგაში თავი ცხებულად გამოაცხადა და წაიკითხა წინასწარმეტყველება ესაიას წიგნიდან: „უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ - ბორკილების ახსნა; გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი”...ქიმ 244.2

    მაშინ სატანამ შთააგონა ურწმუნოება ხალხს და ისინი (სინაგოგაში თავმოყრილები) ამბობდნენ: „ეს იესო არ არის, იოსების ძე?”... რა მალე შეიცვალა სიტუაცია, განრისხდნენ და გაცოფდნენ ისინი, იმიტომ რომ იესომ დაანახა მათ მათივე სულიერი განდგომილება. „წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან, და მიიყვანეს იმ მთის წვერამდე, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი”. მაგრამ ზეციური ანგელოზები იცავდნენ იესოს, როცა ის თავის მისიას ასრულებდა. მდევნელთ შორის შეუმჩნევლად გაირა და თავისი გზით წავიდა...ქიმ 244.3

    ჰეროდემ და ბილწმა მბრძანებლებმა მოკლეს მართალი, მაგრამ იესოს არასოდეს არავინ მოუკლავს, ხოლო ვინაიდან ადამიანებს გააჩნიათ სინდისის თავისუფლება, ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ დევნის სულისკვეთების ჭეშმარიტი წარმოშობა. მის პირველწყაროდ ითვლება სატანა. იგი მატყუარაა და თვალთმაქცი, კაცის მკვლელი და ძმების ცილისმწამებელი, მას მოსწონს ადამიანთა უბედურების ხილვა, ის ზეიმობს, როცა ადამიანთა სულიერ ტანჯვას ხედავს. და როდესაც ვხედავთ, რა სასტიკ დევნას განიცდიან ის ადამიანები, ვისაც ღმერთის მორჩილება სურს თავისი სინდისის კარნახით, მაშინ ეჭვი აღარ უნდა შევიტანოთ, რომ ეს ურჯულოების საიდუმლოა...ქიმ 244.4

    კონფლიქტში ღმერთის ძეც იქნა ჩათრეული. ის იტანდა მწუხარებას, იგი სძულდათ და უარყოფდნენ მას. ის იყო ტანჯული, რომელმაც გამოსცადა ავადმყოფობა და სიმწარე. ზეცის დიდება იძულებული იყო კვლავ და კვლავ მიეტოვებინა თავისი შრომის არენა, რადგან სატანა ქუსლში გესლავდა მას. ბოლოს და ბოლოს სატანის ბოროტებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია, როცა უწმიდურ ადამიანებს შთააგონა, ჯვარს ეცვათ ქრისტე და მათ ამ დანაშაულში ხელმძღვანელობდა...ქიმ 244.5

    სატანა კვლავაც მტკიცედ და შეუპოვრად მტრობს იესოს მიმდევართ. ქრისტემ უთხრა თავის ერთგულთ: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას”. არ შეიძლება იყოს მტრობა დაცემულ ანგელოზებსა და დაცემულ ადამიანებს შორის, რომლებიც სატანის საქმეებს აკეთებენ და მისი სულით არიან აღვსილი... ნათელისა და ჭეშმარიტების უარყოფის ბოროტება და ცოცხალი ღმერთისგან განდგომა, სადაც არ უნდა არსებობდეს იგი, აუცილებლად მართალთა და მორჩილთა წინააღმდეგ შეთქმულება იქნება.ქიმ 244.6