Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ორი მოწაფის გზა სასოწარკვეთიდან იმედისაკენ, 15 ოქტომბერი

    „და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი. ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო” (ლუკ. 24:13, 14).ქიმ 291.1

    ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ კვირის პირველ დღეს მის მოწაფეებს შეეძლოთ, მთელი გულით გაეხარათ. მაგრამ ეს დღე ყველასათვის არ იყო სასიხარულო. ზოგისთვის ეს იყო მერყეობის, შფოთისა და დაბნეულობის დღე... დედაკაცებმა მოიტანეს სასიხარულო ცნობა, დაჟინებით არწმუნებდნენ ყველას, რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით და ცოცხალი ნახეს ბაღში.ქიმ 291.2

    მაგრამ ჩანდა, რომ მოწაფეებს კიდევ არ სჯეროდათ. მათი იმედები ქრისტესთან ერთად დაიღუპა. როცა გაიგეს, რომ ქრისტე აღდგა, ეს მოვლენა არ შეესაბამებოდა მათ განწყობილებას და ვერ დაიჯერეს... რამდენიმე მოწაფემ პარასკევის მოვლენათა საკმაოდ სრული აღწერა მოისმინა თვითმხილველთაგან. სხვებმა საკუთარი თვალით იხილეს ჯვარცმა. კვირის პირველ დღეს ორმა უბედურმა და აფორიაქებულმა მოწაფემ გადაწყვიტა შინ დაბრუნება ემაუსის დასახლებაში - იერუსალიმიდან 13 კილომეტზე...ქიმ 291.3

    ცოტა ხნის სიარულის შემდეგ მათ შეუერთდათ უცნობი. მაგრამ იმდენად დათრგუნვილი და იმედგაცრუებული იყვნენ, რომ წესიერად ვერც კი შეხედეს. ისინი აგრძელებდნენ საუბარს, ერთმანეთს გულის ნადებს უზიარებდნენ... იესომ იცოდა, რომ მათი გულები მასთან სიყვარულითაა დაკავშირებული და სურდა, ხელი მოეკიდა, ცრემლები შეეშრო, გულები სიხარულით აევსო. მაგრამ ჯერ უნდოდა დაუვიწყარი გაკვეთილი ჩაეტარებინა მათთვის...ქიმ 291.4

    მოწაფეებმა უცნობს გაანდეს თავიანთი იმედგაცრუება უფალზე დატეხილი უბედურების გამო, „როგორ გადასცეს იგი... მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს”. აკანკალებული ბაგეებით გამოთქვეს გულში დაგროვილი იმედგაცრუება: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა”.ქიმ 291.5

    რად არ გაიხსენეს მოწაფეებმა ქრისტეს სიტყვები და ვერ მიხვდნენ, რომ მოსახდენი უნდა მომხდარიყო? რით ვერ გაიგეს, რომ მისი გამოცხადების მეორე ნაწილი უნდა შესრულებულიყო ზუსტად ისევე, როგორც პირველი ნაწილი და მესამე დღეს ქრისტე უნდა აღმდგარიყო? ეს იყო ის აღთქმა, რომელიც უნდა ხსომებოდათ. მღვდლებს და მთავრებს არ დავიწყებიათ მისი სიტყვები.ქიმ 291.6