Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    დავიცვათ რეფორმაციის პრინციპები, 12 ნოემბერი

    „ამიტომ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ” (გამოცხ. 1:19).ქიმ 319.1

    დღეს უნდა დავიცვათ იგივე პრინციპები, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ სახარების მიმდევრები დიადი რეფორმაციის ხანებში. როცა 1529 წელს თავადები შეიკრიბნენ სეიმზე შპეიერში, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მშვიდობის იმედი ამოიწურა. ამ კრებაზე წარმოდგენილი იყო იმპერატორის ბრძანებულება, რომელიც ზღუდავდა რელიგიურ თავისუფლებას და კრძალავდა რეფორმატორული მოძღვრებების შემდგომ გავრცელებას...ქიმ 319.2

    წუთისოფლის წინაშე მდგომი უმნიშვნელოვანესი საკითხების ბედი დამოკიდებული იყო რწმენის რამდენიმე გმირზე. რეფორმაციის მომხრეებმა მოითათბირეს და ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება: „მოდით ბრძანებულების წინააღმდეგ წავიდეთ. სინდისის საკითხებში უმრავლესობა უძლურია”. მათ შეადგინეს პროტესტი და გადასცეს სხვადასხვა მიწების წარმომადგენელ დელეგატებს...ქიმ 319.3

    ამ უკანასკნელ ბრძოლაში ღმერთი გვაბარებს ჭეშმარიტებისა და რელიგიური თავისუფლების დროშას, რომელიც ასე მაღლა ეჭირათ ძველ რეფორმატორებს. ისინი, ვინც ღმერთმა დააჯილდოვა თავისი სიტყვით, პასუხს აგებენ ამ უდიდესი ნიჭისათვის. ღვთის სიტყვა უნდა მივიჩნიოთ უმაღლეს ავტორიტეტად. ყოველმა ჩვენგანმა პირადად უნდა მიიღოს მისი ჭეშმარიტებანი. ჩვენ ამ ჭეშმარიტებებს ღირსეულად დავაფასებთ მხოლოდ მაშინ, როცა დამოუკიდებლად გამოვიკვლევთ ღვთის სიტყვას...ქიმ 319.4

    პროტესტანტული ეკლესიები, რომლებმაც ის დოქტრინები მიიღეს, რომელთაც ღვთის სიტყვა გმობს, ამ დოქტრინებს პირველ ადგილზე დააყენებენ და ზეგავლენას მოახდენენ ადამიანთა სინდისზე მსგავსად პაპის ხელისუფლებისა, რომელიც საკუთარ დოგმებს თავს ახვევდა ჭეშმარიტების დამცველთ ლუთერის დროს. იგივე ბრძოლა გაჩაღდება ახალი ძალით და ყოველმა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარესაა დიად ბრძოლაში.ქიმ 319.5

    როცა ადამიანებს არ სურთ, გაიგონ და მიიღონ ჭეშმარიტება იმის გამო, რომ იგი ჯვარსაც გულისხმობს, ისინი სატანის ცდუნებებს უღებენ კარს. იგი დააჯერებს სიცრუეს, როგორც ოდესღაც დააჯერა სამოთხეში ევა. ჭეშმარიტებანი, რომელთაც შეეძლოთ, გაენათლებინათ ადამიანები, იცვლება სულთა დამღუპველის მიერ შემოთავაზებული სასიამოვნო სიცრუით.ქიმ 319.6

    ხშირად გვგონია, რომ ყველაზე ძვირფასი ჭეშმარიტება საბედისწერო ცდომილებათა მახლობლად ძევს. ყველა იმ ადამიანისათვის შეპირებული სიმშვიდე, ვინც ქრისტესგან ისწავლის, განსხვავდება გულგრილობისა და ცოდვისმიერი სიმშვიდისაგან. საყურადღებოა, რომ ეს სიმშვიდე შეიძლება მოიპოვო მხოლოდ ქრისტეს უღლისა და ტვირთის ზიდვით და მისეული თვინიერებითა და მორჩილებით.ქიმ 319.7