Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    გეთსიმანიაში ჩვენი ბედი მერყეობდა სასწორის პინაზე, 16 სექტემბერი

    „მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელია გეთსიმანია, და უთხრა თავის მოწაფეებს: ისხედით აქ, სანამ ვლოცულობ” (მარკ. 14:32).ქიმ 262.1

    როცა ქრისტემ დასტოვა მოწაფეები და უბრძანა ელოცათ თავისთვისაც და მისთვისაც, მან აირჩია სამნი - პეტრე, იაკობი და იოანე და შევიდა ბაღის სიღრმეში. ამ სამმა მოწაფემ იხილა მისი ფერისცვალება; იხილა თუ როგორ ესაუბრებიან იესოს ზეციური სტუმრები - მოსე და ელია. და ქრისტემ ისურვა, რომ ისინი ამჟამადაც მასთან ყოფილიყვნენ...ქიმ 262.2

    ქრისტემ უთხრა, რომ სჭირდებოდა ადამიანური თანაგრძნობა, შემდეგ გავიდა გასროლილი ქვის მანძილზე, პირქვე დაეცა და ლოცულობდა: „აბბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელია. ამაცილე ეს სასმისი. მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ, რაც - შენ.”ქიმ 262.3

    გაუსაძლისმა სულიერმა ტანჯვამ, რომელსაც ებრძოდა, მიიყვანა მოწაფეებთან, რამეთუ სჭირდებოდა ადამიანური მხარდაჭერა. მაგრამ მას იმედი გაუცრუვდა, რადგან ვერ მიიღო ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც მოელოდა...ქიმ 262.4

    ისმინეთ ეს მტანჯველი ლოცვა ქრისტესი გეთსიმანიის ბაღში! სანამ მოწაფებს ზეთისხილის ხეების გაშლილ ტოტებქვეშ ეძინათ, კაცის ძე, გატანჯული და დასნეულებული, გართხმულიყო ცივ მიწაზე. როცა ის სულიერმა ტანჯვამ მოიცვა, პორებიდან გამოჟონა სისხლიანმა ოფლის წვეთებმა და ნამის წვეთებთან ერთად ასველებდა გეთსიმანიის ბაღის კორდებს...ქიმ 262.5

    აქ თრთოდა მის ხელში იდუმალი სასმისი. აქ მერყეობდა სასწორის პინაზე დაკარგული წუთისოფლის ხვედრი. მოიწმენდს თუ არა სახიდან სისხლიან წვეთებს და ამოანთხევს სულიდან განწირული წუთისოფლის დანაშაულს, რის გამოც მან, სრულიად უდანაშაულომ, მიიღო სამართლიანი კანონის წყევლა? ნუთუ უარს იტყვის, გახდეს ცოდვილთა ნაცვალი და თავდები; უარს იტყვის, ერთხელაც გამოსცადოს ისინი და გაუგრძელოს გამოსაცდელი ვადა?ქიმ 262.6

    მას თავს უნდა დასტეხოდა მამასთან განშორება, სასჯელი დანაშაულისა და ცოდვის გამო, რათა ამით განდიდებულიყო ღვთის რჯული და დამოწმებულიყო მისი ურყევობა. ამას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა ღვთიური მთავრისა და სატანის კამათი ამ კანონის ურყევობის შესახებ.ქიმ 262.7

    ზეცის სიდიადე შეშფოთებული იყო საშინელი სულიერი ჭიდილით. ადამიანი ვერ გაუძლებდა ამგვარ ტანჯვას; მაგრამ ქრისტემ იწინასწარმეტყველა ეს ჭიდილი. მან უთხრა მოწაფეებს: „ნათლობით უნდა მოვინათლო, და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება!” მაგრამ ახლა „სიბნელის ხელმწიფების” ჟამია.ქიმ 262.8