Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენ უფლის მეომრები ვართ, 13 დეკემბერი

    „ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ” (რომ. 8:18).ქიმ 350.1

    ვინც ომის დროს ჯარში მოხალისედ მიდის, არ ფიქრობს მსუბუქ ცხოვრებაზე, თვითკმაყოფილებაზე, სასიამოვნო და მხიარულ დროსტარებაზე. მათ იციან, რომ სანამ ომი იქნება, არ მოაკლდებათ გაჭირვება და სიძნელეები, ექნებათ ცოტა და უხეში საკვები, მოუწევთ გრძელი და დამღლელი გადარბენები, გადაიტანენ სიცხესა და სიცივეს, იცხოვრებენ კარვებში, ღია ცის ქვეშ, გადაუღებელ წვიმებში, გასწირავენ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს მტერთან ბრძოლაში.ქიმ 350.2

    ქრისტიანის ცხოვრება შეიძლება შევადაროთ ჯარისკაცის ცხოვრებას. მას ვერ მოისყიდიან უზრუნველი, სასიამოვნო ცხოვრებით. იდეა, რომ ქრისტეს ჯარისკაცები ასცდებიან ბრძოლას, მძიმე გამოცდას, რომ მათ ელით მიწიერი სიამოვნებებით და ფუფუნებით ტკბობა, არის სიცრუე. ქრისტიანთა ბრძოლა არის დამქანცველი შეტაკებებით და გადარბენებით, რომელთაც გამძლეობა სჭირდება. ჩვენ მოგვიწევს მძიმე სამუშაო... ღმერთი არ აჯილდოვებს მათ, ვინც მთელი ცხოვრება განცხრომასა და ტკბობაში იყო...ქიმ 350.3

    მათგან, ვინც მთავარ ემანუელის სისხლით შეღებილი დროშის ქვეშ დაირაზმა, მოელიან იმ მძიმე სამუშაოს შესრულებას, რომელიც ღვთით ბოძებული ყველა უანრის გამოყენებას საჭიროებს. მათ ქრისტეს გულისთვის დიდი ტანჯვა უნდა გადაიტანონ. მათ ელით სულისშემძვრელი ბრძოლა, მაგრამ თუ ერთგული ჯარისკაცები იქნებიან, მაშინ შეუძლიათ გაიმეორონ პავლეს სიტყვები: „ვინაიდან ჩვენი ხანმოკლე და მსუბუქი ტანჯვა დიდ და მომეტებულ საუკუნო დიდებას ქმნის ჩვენთვის”...ქიმ 350.4

    ჯარი, რომელიც მხედარმთავრის ბრძანებებს არ ასრულებს, დემორალიზებულია. ჯარისკაცები შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ. ძალა ერთობაშია; ერთობის გარეშე ჩვენი მცდელობა აზრს მოკლებულია...ქიმ 350.5

    ვისაც ცალკე მოქმედება უნდა, კარგი ჯარისკაცი ვერ იქნება; მათ ხასიათის ნაკლი უნდა გამოასწორონ. ისინი შეიძლება საკუთარ თავს კეთილსინდისიერ ადამიანებად თვლიან, მაგრამ ქრისტეს საქმეებს არ ასრულებენ და ამიტომ მათი მსახურება მიუღებელია. თავიანთი მოქმედებით ისინი იწვევენ განხეთქილებას, ხოლო ქრისტე ლოცულობდა, რომ მისი მოწაფეები ერთნი ყოფილიყვნენ, როგორც ის არის ერთი მამასთან.ქიმ 350.6