Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    როგორ დადიოდა ხანოქი? , 6 თებერვალი

    „აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას” (ფსალმ. 118:18).ქიმ 39.1

    თქვენ თვალები რომ აგხელოდათ, დაინახავდით არა მარტო კეთილ ანგელოზებს, რომლებიც ცდილობენ გავლენა მოახდინონ ადამიანთა გულებზე, არამედ ბოროტ ანგელოზებსაც, ვინც ისწრაფვის გააცამტვეროს ღმერთის მადლით ჩვენდამი მოძღვნილი ჭეშმარიტება.ქიმ 39.2

    ვიდრე ამ ქვეყნიერების მკვიდრნი ვართ, საფრთხე გვემუქრება, თუ მუდმივად არ შევთხოვთ ზეციურ მამას, რომ დაგვიფაროს წაბილწვისაგან ამ გახრწნილ წუთისოფელში. ჩვენმა მაცხოვარმა გვაცნობა, თუ რა მოხდება ბოლო ჟამს. ურჯულოება გამრავლდება, მაგრამ ადამიანები, სულიწმიდის ზეგავლენისათვის გახსნილი გულებით, გაძლიერდებიან, რათა ჩვენი უკეთური საუკუნის ზნეობრივ გახრწნას წინ აღუდგნენ.ქიმ 39.3

    დადიოდა ღმერთთან ხანოქი სამასი წელი, ვიდრე ცად იქნა ატაცებული, ხოლო იმდროინდელი ქვეყნიერების მდგომარეობა სულაც არ უწყობდა ხელს ქრისტიანული ხასიათის სრულყოფას და ამით ნაკლებად განსხვავდებოდა დღევანდელობისაგან. მაგრამ როგორ დადიოდა ხანოქი ღმერთთან? მან მიაჩვია თავისი გონება და გული იმას, რომ მუდმივად შეეცნო ღმერთის სიახლოვე და როდესაც გაუჭირდებოდა, აღავლენდა ლოცვებს და შესთხოვდა უფალს შველასა და დაცვას. მას არ ჰქონდა სურვილი, ეკეთებინა რაიმე, რაც შეურაცხყოფდა ღმერთს, მუდამ თვალწინ ედგა უფალი. იგი ლოცულობდა: „მასწავლე შენი გზები, რომ არ შევცდე. როგორია შენი ნება ჩემთან მიმართებაში? რა გავაკეთო, რათა თაყვანი გცე, ღმერთო ჩემო?”...ქიმ 39.4

    ჩვენც უნდა ვილოცოთ დავითთან ერთად: „აღმიხილე თვალნი და ვჭვრეტდე საოცრებებს შენი რჯულისას”. ბევრი ხუჭავს თვალს, რათა არ იხილოს ჭეშმარიტება. მათ არ სურთ საკუთარი ცხოვრებისა და ხასიათის ნაკლის დანახვა, არც თქვენგან სიამოვნებთ რაიმეს გაგონება უფლის რჯულის შესახებ. ამით აშკარა ხდება, რომ ისინი იყენებენ საკუთარ, ადამიანურ საზომს, რომ მათი ნება არ ეთანხმება უფლის ნებას. ჩვენ არ გვინდა, რომ მოგატყუოთ სატანამ, უფლის რჯულის მთავარმა და ყველაზე ძლიერმა მოწინააღმდეგემ. უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის რჯული - ეს ერთადერთი საზომია, რომლითაც განგვსჯის უფალი...ქიმ 39.5

    თავდაპირველად უფალმა თქვა: „შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად”. მაგრამ ცოდვამ თითქმის სრულიად გაანადგურა ადამიანებში ღმერთის ზნეობრივი ხატი. იესო მოვიდა წუთისოფელში, რათა ცოცხალი მაგალითი მოეცა ჩვენთვის, რათა გვცოდნოდა, როგორ გვეცხოვრა და როგორ დაგვეცვა უფლის გზა. ის მამის ხატი იყო. მისი უმწიკვლო და შესანიშნავი ხასიათი ჩვენთვის სამაგალითოა და მისაბაძი. უნდა გამოვიკვლიოთ ქრისტეს ცხოვრება, მივბაძოთ და მივყვეთ მას. მაშინ ჩვენს ხასიათში აირეკლება მისი სილამაზე და მიმზიდველობა. თუკი ასე ვიქცევით, ღმერთის წინაშე რწმენით ვდგავართ, წყვდიადის ძალებთან მოპოვებული იმ ნებისყოფითა და ღმერთის იმ სიყვარულით, რომელიც ადამს წაერთვა.ქიმ 39.6