Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    როდესაც სიძნელეებისა და გამოცდის ჟამი დგება, 26 აპრილი

    „ვერ იხილავენ ქვეყანას, რომელიც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს” (რიცხ. 14:23).ქიმ 119.1

    როდესაც უფლის საქმის რომელიმე უბანზე სიძნელეები იჩენს თავს, ხოლო ეს კი აუცილებლად მოხდება, რადგან მებრძოლი ეკლესია - ეს ჯერ კიდევ არაა გამარჯვებული ეკლესია, მთელი ზეცა აკვირდება, როგორ მოიქცევიან ისინი, ვისაც მინდობილი აქვს წმინდა პასუხისმგებლობა. ერთნი წაიბორძიკებენ, მეორენი ყურს დაუგდებენ მაცდურ სულებს, მესამენი წყვდიადს აირჩევენ ნათლის ნაცვლად, რადგან ისინი ღმერთის ერთგულნი არ არიან. მასწავლებლის მსგავსად, ქრისტეს მოწაფეები არ დამარცხდებიან და არც სულით დაეცემიან...ქიმ 119.2

    უფალი ჩვენგან ერთგულებას და თავდადებას მოითხოვს. თუკი ადამიანები არ არიან გულწრფელნი, როცა ქრისტეს მიჰყვებიან, აუცილებლად დამარცხდებიან შემოწმებისა და გამოცდის ჟამს. როდესაც მტერი მათ წინააღმდეგ თავის მხედრობას განალაგებს და ბრძოლა გაჩაღდება, სწორედ იმ დროს, როცა საჭირო იქნება გონებრივი ძალის, ნიჭის, სიბრძნისა და მხედართმთავრული ხელოვნების სრული მობილიზება, რათა უკუგდებული იყოს მტერი, პირმოთნე ადამიანები თავის იარაღს თავისი მეომრების წინააღმდეგ აღმართავენ; ისინი ასუსტებენ ხელებს, რომლებიც ომში განსაკუთრებით ძლიერი უნდა იყოს.ქიმ 119.3

    ღმერთი ჭეშმარიტების ყველა მცოდნეს გამოსცდის, რათა დაინახოს, შეიძლება თუ არა მათზე დაყრდნობა, შეიძლება თუ არა ანდო მათ უფლის ბრძოლების წარმოება, როდესაც უფროსები და ხელისუფალნი, მმართველნი ამა სოფლისანი და ცისქვეშეთის ბოროტი სულები მათ შევიწროებას დაიწყებენ. საშიში დრო გველის და უსაფრთხოდ მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ თავს, როცა უფლის ძალით ყოველდღიურ ფერიცვალებას განვიცდით, როცა სრულიად მივუძღვნით თავს ღმერთს, რათა აღვასრულოთ მისი ნება და მისი სახის ნათელში ვიაროთ (იხ. 1 პეტრ. 2:9).ქიმ 119.4

    ახლა, როცა აღთქმული მიწის საზღვარზე ვიმყოფებით, ნურავინ გაიმეორებს ურწმუნო მსტოვრების ცოდვას... მათ შექმნეს აზრი, თითქოს სიბრიყვე და თვითდაჯერებულობაა ამ მიწის დაპყრობაზე ფიქრი. თავისი ურწმუნოება მათ ხალხს გადასდეს...ქიმ 119.5

    ვიდრე ხალხი ეჭვით იყო შეპყრობილი და სჯეროდა უკეთური მზვერავებისა, ისრაელმა შესანიშნავი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. ქანაანელები კარგად მოემზადნენ გადამწყვეტი იერიშისათვის და ის საქმე, რომლის აღსრულებასაც ღმერთი ებრაელთათვის აპირებდა, რათა თავისი ხალხისათვის საკუთარი დიდება და ნება გაეცხადებინა, ვეღარ შესრულდებოდა მათი უწმინდური ურწმუნოებისა და აჯანყების გამო...ქიმ 119.6

    განა შეიძლება უფლის შვილებს ამ უკანასკნელ დღეებში, ზეციური ქანაანის მისადგომებთან, იგივე სულისკვეთება გააჩნდეთ როგორიც გამოავლინა ძველმა ისრაელმა? ისინი, ვინც ეჭვით, კრიტიკითა და დრტვინვითაა გამსჭვალული, თესავენ ეჭვისა და უნდობლობის თესლს, რომელსაც უხვი მოსავლის მოტანა შეუძლია.ქიმ 119.7