Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    უფლის საქმე აუცილებლად გულმოდგინედ უნდა დაიგეგმოს, 26 ივნისი

    „თუ მეფე ინებებს, წერილები გამატანოს მდინარისგაღმელ განმგებლებთან, რათა მათ გზა მომცენ, ვიდრე იუდას ქვეყანაში მივიდოდე. და ერთი წერილი ასაფთან გამატანოს... რათა მომცეს ხეტყე ციხესიმაგრის კარიბჭეებისათვის” (ნეემ. 2:7,8).ქიმ 180.1

    რადგან მეფე კეთილად განეწყო მისი თხოვნისადმი, ნეემიამ სიმხნევე მოიკრიბა და მეფეს კიდევ სთხოვა ის, რაც დაეხმარებოდა მისი გეგმების განხორციელებაში. მისი მისია უფრო ღირსეული და ავტორიტეტული რომ ყოფილიყო და გზაშიც უსაფრთხოდ ევლო, ნეემიამ სამხედროთა თანხლება მოითხოვა. მან ასევე მიიღო მეფის წერილები ევფრატის მიღმა მდებარე პროვინციების მმართველებისადმი, ვის ტერიტორიაზეც უნდა გაევლო იუდასაკენ მიმავალ ნეემიას. მან აგრეთვე მიიღო წერილი მეფის ტყის მცველისადმი ლიბანის მთებში ბრძანებით, გამოეყოთ ხის მასალა, რომელიც საჭირო იყო იერუსალიმის კედლისა და იმ შენობების ასაგებად, როგორც ეს ნეემიამ დაგეგმა.ქიმ 180.2

    ამ წმინდა კაცის საქციელი სამაგალითოა უფლის ხალხისათვის. რათა არა მარტო ილოცონ რწმენით, არამედ იმოქმედონ ბრძნული გულმოდგინებითა და ერთგულებით. რამდენი სიძნელე გვხვდება ცხოვრების გზაზე და რა ძლიერ ვამუხრუჭებთ ღვთიურ წინასწარმეტყველებას იმით, რომ ვერ ვხედავთ კავშირს რელიგიასა და კეთილგონიერებას, სიფრთხილესა და გულმოდგინებას შორის... წინასწარ გათვლა და მომწიფებული გეგმები ისევე მნიშვნელოვანია დღეს წმინდა საქმეების დასაგვირგვინებლად, როგორც ნეემიას დროს...ქიმ 180.3

    ნეემია ცვალებადი გარემოებების მოიმედე არ ყოფილა. ის საჭირო სახსრებს იმათგან იღებდა, ვისაც შეეძლო მისთვის გაეცა ისინი. მთელი ქვეყნის სიმდიდრე და საგანძური ღმერთს ეკუთვნის, თუმცა ამჟამად ისინი ბიწიერ ადამიანთა ხელშია. თუკი ღმერთის მონები ისეთ სიბრძნეს და წინდახედულებას გამოიჩენენ, რომ უფლის კეთილმყოფელი ხელი მათზე დარჩეს, შეძლებენ ღმერთის საქმის წინსვლისათვის აუცილებელი სახსრების მოპოვებას.ქიმ 180.4

    იერუსალიმის აღდგენის ნეემიასეული გამოცდილება გვასწავლის იმას, რაც დასჭირდება ღვთის შვილებს ჟამის დასასრულამდე. დღეს მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანებია საჭირო. პავლე ამბობს: „და ბოლოს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის მზაკვრობას”. მტერი თავის ბოროტებას ყველა თავის კეთილ საქმეში შეურევს, თუკი მსახურები ყურადღებას მოადუნებენ. ამ გზით ის ცდილობს უფლის გეგმების ჩაშლას.ქიმ 180.5