Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ხალხი თამამად ემხრობა ქრისტეს, 2 ოქტომბერი

    „მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი... აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში. და დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი” (მათ. 27:58-60).ქიმ 278.1

    მოაზროვნე ადამიანებმა მღვდლებს მოსთხოვეს მესიის შესახებ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების განმარტება. ისინი პასუხად ცდილობდნენ, შეეთითხნათ რაიმე ტყუილი და შეშლილებივით იქცეოდნენ. ბევრი დარწმუნდა, რომ წერილები შესრულდა...ქიმ 278.2

    იოსები ქრისტეს მოწაფე იყო, მაგრამ წარსულში ამას არ აცხადებდა იუდეველთა შიშით. ახლა იგი თამამად წავიდა პილატესთან და სთხოვა ქრისტეს სხეულის ჩამოხსნის ნებართვა. იგი მდიდარი კაცი იყო და პროკურატორი აფასებდა ამას. რომ არ ეჩქარა, მაცხოვრის სხეულს სამარცხვინო საფლავში ჩაფლავდნენ ყაჩაღების სხეულებთან ერთად.ქიმ 278.3

    მმართველი და რაბინი ნიკოდემოსიც ქრისტეს მოწაფე იყო. ის მიდიოდა მაცხოვართან ღამით, თითქოს ეშინოდა, ვინმეს არ გაეგო მისი მღელვარება. იმ ღამეს მან მოისმინა ყველაზე მნიშვნელოვანი ქადაგება, რაც კი ადამიანის ბაგეთ წარმოუთქვია (იხ. იოან. 3). მოსმენილი სიტყვები ღრმად ჩაებეჭდა სულში ნიკოდემოსს. მათ გაანათლეს იგი, მაგრამ მაშინ საქვეყნოდ არ დამდგარა ქრისტეს მხარეს. იგი ერთერთი იმათგანი იყო, ვისზეც წერდა იოანე თავის სახარებაში: „თუმცა ბევრი მთავარიც ერწმუნა მას, მაგრამ ფარისეველთა გამო ვერ აღიარებდნენ, რათა სინაგოგიდან არ მოეკვეთათ”. მაგრამ ნიკოდემოსი იცავს ქრისტეს, როგორც შეუძლია. ერთხელ მღვდლებს ჰკითხა: „განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რაც მან ჩაიდინა?”..ქიმ 278.4

    ჯვარცმის შემდეგ ნიკოდემოსი მივიდა ჯვართან, მიიტანა ალოესა და სმირნას ნაზავი, რათა სურნელებანი წაეცხო ქრისტეს სხეულისათვის. იგი მოწმე იყო, თუ რა სასტიკად ექცეოდნენ მღვდლები იესოს და შენიშნა ქრისტეს მოთმინება და ღვთიური ღირსება უდიდესი დამცირების წუთებშიც კი. მას ახლა უკეთ ესმოდა მაცხოვრის ჭეშმარიტი ხასიათი და თამამად მივიდა დამნაშავედ გამოცხადებული ქრისტეს ნაიარევი სხეულის წასაღებად. ამგვარად მან გამოავლინა ქრისტესადმი ერთგულება მისი დამცირებისა და სიკვდილის ჟამს.ქიმ 278.5

    ქრისტეს სიკვდილით მოწაფეთა იმედები ჩაიფერფლა. ისინი ხშირად იმეორებდნენ სიტყვებს: „ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი”... ისინი შეიკრიბნენ ზემოთვალში, ყრუდ დაახშვეს ყველა კარი, რადგან ესმოდათ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გაიზიარონ საყვარელი მოძღვრის ხვედრი.ქიმ 278.6