Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    აბრაამის რწმენის მთავარი გამოცდა, 17 მარტი

    „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი” (დაბ. 22:2).ქიმ 79.1

    ას ოცი წლის აბრაამს ღამით, ძილში შემაძრწუნებელი ბრძანება ჩაესმა: „აიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი, რომელიც ძალიან გიყვარს, და წადი მორიას ქვეყანაში, და შესწირე იგი სრულადდასაწველად ერთ მთაზე, რომელსაც გეტყვი”. აბრაამს მსხვერპლად თავისი ერთადერთი, აღთქმული ძე უნდა შეეწირა. იმ ღამით აბრაამს თვალი აღარ დაუხუჭავს... ღმერთი შეპირდა მას, რომ მისი სახელი სამარადჟამოდ უკვდავყოფილი იქნება ისაკში, ახლა კი მისი რწმენა მკაცრად უნდა გამოიცადოს. აბრაამს სჯეროდა აღთქმისა იმის შესახებ, რომ მისი ცოლისაგან, სარასაგან ეყოლება მას ვაჟი და ასეც მოხდა, ღმერთმა აღასრულა თავისი აღთქმა... ისმაელის შესახებ აქ საუბარი არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან მას ეუწყა: „შენი ერთადერთი ვაჟი ისაკი”...ქიმ 79.2

    ღმერთმა უკვე უთხრა აბრაამს, რომ ისაკის მეშვეობით მისი თესლი ისე გამრავლდება, როგორც ქვიშა ზღვის ნაპირზე. როდესაც აბრაამი ღამით სახლიდან გამოვიდა, ეჩვენებოდა, რომ ესმის ღვთიური ხმა, რომელმაც ორმოცდაათი წლის წინათ მოუწოდა მშობლიური მხარის დატოვება და აღუთქვა, რომ ცის ვარსკვლავებივით ურიცხვი იქნება მისი შთამომავლობა. ნუთუ იგივე ხმა უბრძანებს ერთადერთი ძის მოკვლას? მას ახსოვს აღთქმა: „და გავამრავლებ შენს თესლს, როგორც მტვერს მიწისას. და თუ ვინმე შეძლებს მტვრის აღრიცხვას, მაშინ შენი შთამომავლობაც აღირიცხება”. იქნებ უცნობი ხმა უბრძანებს შვილის მსხვერპლად შეწირვას? ნუთუ ღმერთი თავის თავს ეწინააღმდეგება? ნუთუ იგი წაართმევს აღთქმის აღსრულების ერთადერთ იმედს? ნუთუ ის უშვილო დარჩება?ქიმ 79.3

    მაგრამ აბრაამი არ მსჯელობს, იგი მორჩილია. მისი ერთადერთი იმედი ისაა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი მკვდრეთით აღადგენს მის ვაჟს. დანა აღიმართა, მაგრამ დარტყმა არ მოყოლია. ღმერთმა დაუძახა: „აბრაამ!” მამის რწმენა და შვილის მორჩილება ბოლომდე შემოწმებულია. „მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ - მხოლოდშობილი შენი შვილი გამოიმეტე ჩემთვის”.ქიმ 79.4

    აბრაამმა ყველაზე სასტიკ გამოცდას გაუძლო, თუკი ოდესმე ვინმეს გაუძლია ამქვეყნად. მას რომ იმ დროს ღმერთისათვის ზურგი შეექცია, აღარასოდეს ეწოდებოდა მორწმუნეთა მამა. ღვთიური ბრძანება რომ არ შეესრულებინა, ქვეყნიერებას არ ექნებოდა ღმერთისადმი ნდობის და ურწმუნოებაზე გამარჯვების უძვირფასესი მაგალითი...ქიმ 79.5

    არაფერი არ უნდა დავიშუროთ ღმერთისათვის. ღვთიური სიტყვისადმი ნდობა ამ სიტყვის აღსრულებამდე მიგვიყვანს.ქიმ 79.6