Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    შაბათი ღვთის ბეჭედია, 14 დეკემბერი

    „მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ და ჩემი სამართალი დაიცავით და შეასრულეთ ის. ჩემი შაბათები წმიდა ჰყავით და იქნება ისინი ნიშნად ჩამსა და თქვენს შორის, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი” (ეზეკ. 20:19, 20).ქიმ 351.1

    კაცობრიობას შაბათი ებოძა შექმნის საქმეთა აღსანიშნავად. როდესაც ღმერთმა დედამიწას საფუძველი ჩაუყარა, პლანეტა შემოსა საკვირველი სამოსით და საოცრებები მოახდინა ზღვასა და მიწაზე. მან დააწესა და წმიდაჰყო შაბათი... ღმერთმა აკურთხა და წმიდაჰყო ის დღე, როცა საკუთარ საქმეთაგან ისვენებდა. ღვთის კურთხეული შაბათი უნდა დავიცვათ როგორც მარადი აღთქმა. იგი ძეგლია, რომელიც უნდა იდგას დედამიწის ისტორიის დასასრულამდე...ქიმ 351.2

    ეგვიპტეში ყოფნის დროს ისრაელიანები იმდენ ხანს იყვნენ კერპთაყვანისმცემლობის გავლენის ქვეშ, რომ თითქმის დაკარგეს ღვთის და მისი რჯულის ცოდნა, აგრეთვე შაბათის მნიშვნელობის და სიწმინდის შეგნება. რჯული მიეცათ განმეორებით, რათა ყველაფერი შეეხსენებინა მათთვის. თავის წესდებებში ღმერთმა გაითვალისწინა პრაქტიკული რელიგია მთელი კაცობრიობისათვის...ქიმ 351.3

    არის ხალხი, რომელიც თვლის, რომ შაბათი ებრაელებისთვის დაწესდა; მაგრამ ღმერთს ეს არ უთქვამს. მან მიანდო შაბათი ებრაელებს როგორც წმინდა მონაპოვარი, მაგრამ ის გარემოება, რომ თავისი რჯულის გამოსაცხადებლად მან პალესტინა კი არა, სინას მთა აირჩია, მეტყველებს იმაზე, რომ შაბათი მთელი კაცობრიობისთვისაა განკუთვნილი. ათი მცნებაც მთელი ქმნილების ასაკისაა. მაშასადამე, შაბათის დაწესება თანაბრად ეხება ებრაელებსაც და სხვა შექმნილ არსებებსაც. შაბათის დაცვა სავალდებულოა ყველასათვის. იესომ თქვა: „შაბათი ადამიანებისთვის არის შექმნილი”. ვისაც უნდა ამ საკითხში არ შეცდეს, ადამიანის მსჯელობას კი არ უგდოს ყური, არამედ ღვთის სიტყვას...ქიმ 351.4

    ყოველი ადამიანი გამოიცდება, როგორც ადამი და ევა გამოიცადა ედემის ბაღში. როგორც შეცნობის ხე იდგა შუაგულ სამოთხის ბაღში, ისე შაბათის მცნება დგას ათი მცნების შუაში. რაც შეეხება შეცნობის ხეს, ამ ხიდან ნაყოფის მოწყვეტა აკრძალული იყო - არ ჭამოთ იგი, რათა არ მოკვდეთ. შაბათის შესახებ ღმერთმა თქვა: ნუ შებღალავთ, არამედ წმიდაჰყავით იგი... როგორც შეცნობის ხე იყო ადამის მორჩილების შემოწმების საშუალება, ისე მეოთხე მცნება ამოწმებს ღვთის შვილთა ერთგულებას. ადამის მაგალითი უნდა გვაფრთხილებდეს ბოლო ჟამამდე. იგი გვაფრთხილებს, რომ არ უნდა ვუსმინოთ მოკვდავებს ან ანგელოზებს, რომლებიც იეჰოვას რჯულიდან თუნდაც იოტის ან წერტილის ამოგდებას ცდილობენ.ქიმ 351.5