Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესომ განკურნა დავრდომილი და მიუტევა ცოდვები, 18 აგვისტო

    „აჰა, მოუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები” (მათ. 9:2).ქიმ 233.1

    როდესაც იესო წუთისოფელში მოვიდა ადამიანური ბუნებით, სატანამ იუდეველებს ისეთი რელიგია მოახვია თავს, როგორიც ბნელეთის ძალებისათვის იყო სასურველი. უფლის ხალხი აღმსარებლობის მიხედვით დაშორდა ღმერთს და სხვა ბელადს გაჰყვა. თავისი სიჯიუტისა და ამპარტავნობის გამო ებრაელები დაღუპვის გზით მიდიოდნენ, მაგრამ ქრისტე სატანის ძალაუფლების ჩამორთმევის მიზნით მოვიდა...ქიმ 233.2

    ქრისტეს ცხოვრება ერთ ხანგრძლივ ბრძოლას წარმოადგენდა. სატანა ადამიანთა ბოროტ გულებს აღაგზნებდა, თესავდა შუღლს და ცრურწმენას უფლის ძესთან - წუთისოფლის მხსნელთან დაკავშირებით. ის ადამიანების გულში ქრისტეს სიტყვის, საქმის და მისიისადმი ეჭვს თესავდა... ისინი (იუდეველნი) დაჰყვებოდნენ ქრისტეს ერთი ქალაქიდან მეორეში, რათა წარმატების შემთხვევაში ემხილებინათ იგი რომელიმე სიტყვაში, შემდეგ კი არასწორად განემარტათ იგი და წარმოედგინათ დამახინჯებულად და მიეცათ ისეთი აზრი, რომელიც თავიდან მათში სულაც არ იყო. ამრიგად ადამიანები, რომლებიც თავის თავს მართლებად და წმინდანებად წარმოაჩენდნენ, ცდილობდნენ ქრისტესათვის მის საქმეებში ხელის შეშლას...ქიმ 233.3

    სწორედ ამ ხერხით უბიძგებდა სატანა მათ, ვისაც შეეძლო ქრისტეს სასარგებლოდ გავლენის მოხდენა, მტრის მხარეზე ეშრომათ დიად ბრძოლაში და გამხდარიყვნენ შუამავლები, რომელთა დახმარებითაც იგი შეძლებდა ადამიანთა გულებში ეჭვების, კითხვების და სიძულვილის დათესვას...ქიმ 233.4

    ხალხის ხელმძღვანელები ყოველთვის ეძებდნენ თავის ურწმუნოების გამართლების საბაბს და როდესაც უფალი ახდენდა თავის ყველაზე დამაჯერებელ სასწაულებს, ისინი მზად იყვნენ დაეჭირათ ნებისმიერი მისი სიტყვა, რომელიც, მათი აზრით, სულ მცირეოდენ მაინც ეწინააღმდეგებოდა მის განცხადებებს თავისი ღვთაებრიობის შესახებ. დავრდომილის განკურნებისას ქრისტემ უთხრა: „გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები”...ქიმ 233.5

    ამ სასწაულის დროს ქრისტემ შეცვალა სნეული კაცის გული. განაახლა მისი გონება და სხეული, რითაც ფარისევლებს უჩვენა, რომ ხელთ უპყრია ცოდვათა მიტევების და ცოდვილთათვის სიმართლისა და მშვიდობის დაბრუნების ძალაუფლება. და მაინც ფარისევლებმა შეამჩნიეს მის სიტყვებში, რომელიც ღვთიურ ძალას ავლენდა, ურწმუნოებისა და ბრალდების საბაბი... იესოს ესმოდა, რომ რა ღრმადაც არ უნდა გაედგა ფესვი ადამიანთა გონებაში იმ პრინციპებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ღმერთის გამოცხადებულ პრინციპებს, ისინი სიცრუე და ტყუილი იქნებოდა და მათი ავტორი ყველა სიმართლის ავტორად გამოგვეცხადებოდა. იესომ უთხრა ხალხს: „ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგანაა, ისმენს ჩემს ხმას”.ქიმ 233.6