Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიცხოვროთ მასში, 20 ნოემბერი

    „ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, იგი გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ - ღვთისგანაა თუ ჩემით ვლაპარაკობ” (იოან. 7:17).ქიმ 327.1

    საკითხი არ უნდა განიმარტოს წინასწარ შემუშავებული შეხედულების მიხედვით. სწორად აქ განიცადა მარცხი ჩვენმა რამდენიმე რეფორმატორმა და სწორედ ეს მიზეზია, რომ მრავალი ადამიანი, ვინც დღეს შეიძლებოდა ღმერთისა და ჭეშმარიტების ძლიერი დამცველი ყოფილიყო, თავად ებრძვის ჭეშმარიტებას... ღმერთს სურს ჯერ ცოცხალი სიტყვიდან ვისწავლოთ, შემდეგ ამხანაგებიდან. ასეთია ღვთის ნება.ქიმ 327.2

    ღვთის სიტყვა შესანიშნავად ააშკარავებს ნებისმიერ ცდომილებას, ამიტომ გვჯერა, რომ ყოველივე უნდა გამოიცადოს ამ სიტყვით. ბიბლია უნდა იყოს ნებისმიერი მოძღვრების საზომი. რუდუნებით უნდა შევისწავლოთ იგი და არავის აზრი არ გავიზიაროთ, სანამ წმინდა წერილთან არ შევაჯერებთ, სწორედ ის არის ღვთიური ავტორიტეტი და რწმენის საკითხებში პირველი ადგილი უკავია.ქიმ 327.3

    ღვთის სიტყვამ უნდა გადაწყვიტოს ყოველგვარი კამათი. მაგრამ, როცა ადამიანები ჭეშმარიტების გამომხატველ ღვთის სიტყვაში საკუთარ ადამიანურ გონებას ჩარევენ და თავს ესხმიან ოპონენტს, ამით ამჟღავნებენ, რომ შთაგონებული ღვთის სიტყვის წინაშე წმინდა მოწიწება არ გააჩნიათ. ისინი ღვთაებრივში ადამიანურს ურევენ და აკნინებენ ღვთის სიტყვას...ქიმ 327.4

    ღმერთი მოითხოვს არა მარტო წერილთა სწორ ახსნას. იგი გვავალებს არა მარტო შევიცნოთ ჭეშმარიტება, არამედ ვიცხოვროთ ამ ჭეშმარიტების მიხედვით, როგორც ამას აკეთებდა იესო. ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ურთიერთობაში უნდა შემოვიტანოთ ჭეშმარიტების მომცემის სულისკვეთება. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მხოლოდ დაფარული ჭეშმარიტების ძიება. თუ ჩვენ ღვთის მუშაკები ვართ, უნდა შევასრულოთ მისი სიტყვები და აღვივსოთ გულები ქრისტეს სულით, რათა გონება გაგვიძლიერდეს და გავხდეთ განათლებული მასწავლებლები, ვინც ხალხს განუმარტავს მის სიტყვაში გამოცხადებულ ჭეშმარიტებას...ქიმ 327.5

    თუ ყოველდღე არ ვასრულებთ ღვთის ნებას, დარწმუნებული ვერ ვიქნებით ჩვენი რწმენის სისწორესა და უზადობაში. თუ ვასრულებთ, მაშინ უცილობლად შევიტყობთ ამის შესახებ. ჩვენ ჭეშმარიტებას ვიხილავთ მთელი ღვთიური სილამაზით. მივიღებთ მას მოწიწებითა და ღვთისმოსაობით და ახლობელსა თუ უცხოს მოვუთხრობთ ჩვენთვის ცნობილ ჭეშმარიტებას...ქიმ 327.6

    ღვთის სიტყვისა და საქმის მოყვარული სული ნათელი და წმინდაა. იგი არ ეპაექრება ღვთის სიტყვას და არ გაურბის წმინდა წერილის ჭეშმარიტ აზრს. ღვთის სიტყვა ყოველგვარი რწმენის საფუძველია.ქიმ 327.7