Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ჩვენი ბედი ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, 7 იანვარი

    „არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია” (იგავ. 16:25).ქიმ 9.1

    ღმერთის ხასიათის პრინციპები იმ განათლების საფუძველს წარმოადგენს, რომელსაც მუდმივად იღებდნენ ზეციური ანგელოზები. ეს პრინციპები იყო: სიკეთე, მოწყალება და სიყვარული. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უნდა ეღიარებინათ და დაუბრკოლებლად მიეღოთ ყველაფერი მათ, ვისაც საპასუხისმგებლო მდგომარეობა ეკავა და ფლობდა ხელისუფლებას. ყველას უნდა ეღიარებინა ღვთის პრინციპები და დაერწმუნებინა ისინი, ვინც ღმერთის სამსახურში იმყოფებოდა, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული, არის ჭეშმარიტების, სამართლიანობისა და სიკეთის დემონსტრირება. იძულება კი - არასოდეს...ქიმ 9.2

    ეს პრინციპები კი ყველანაირი მიწიერი განათლების საძირკვლად იქცეოდა. ღმერთის მოცემული წესები აუცილებლად უნდა შესრულდეს და პატივდებული იყოს ყველა ეკლესიაში. ასე დაადგინა ღმერთმა. მისი მმართველობა ზნეობრივი უნდა იყოს. არაფრის გაკეთება არ შეიძლება იძულებით. მხოლოდ ჭეშმარიტება უნდა იყოს გაბატონებული ძალა. ნებისმიერი მსახურება კეთილი ნებითა და ღმერთისადმი სიყვარულით უნდა სრულდებოდეს. ყველამ, ვისაც გავლენიანი პოსტები უკავია, ღირსეულად უნდა წარმოაჩინოს ღმერთი, ვინაიდან ისინი მისი სახელით მოქმედებენ...ქიმ 9.3

    სატანის მიერ გამონაგონი სიცრუე, რომელიც ღვთიური მმართველობის წინააღმდეგ და საკუთარი მხარდამჭერების დასაცავად იყო მიმართული, ღმერთის მისამართით მუდმივ საყვედურს წარმოადგენდა. ეს ჩივილი და საყვედურები უსაფუძვლო იყო, მაგრამ ღმერთმა დაუშვა, რომ სატანას თავისი თეორიის რეალიზება მოეხდინა. მას შეეძლო საკადრისი მიეზღო სატანისა და მისი გულშემატკივრებისათვის ისევე იოლად, როგორც ჩვენ არ გაგვიჭირდება ქვის აღება და მიწაზე დანარცხება. მაგრამ ამით ის შექმნიდა პიროვნებაზე ძალადობის პრეცედენტს, რაც ისედაც არაა იშვიათობა ჩვენს წუთისოფელში.ქიმ 9.4

    უფალი სულ სხვა პრინციპებით ხელმძღვანელობს. ნებისმიერი ძალადობა - ეს სატანური მმართველობის უცილობელი თვისებაა. ღმერთს ამგვარი მოქმედება არ სურს. მან სულ მცირე საბაბის მიცემაც კი არ მოისურვა ძალაუფლებისმოყვარე ადამიანისათვის, რათა ამ უკანასკნელს საკუთარი თავი სხვა ადამიანებზე ღმერთის მსგავსად აღემაღლებინა და მათთვის გონებრივი ან ფიზიკური ტანჯვა მიეყენებინა. ეს პრინციპი მხოლოდ სატანის გამოგონილია...ქიმ 9.5

    ზეცაში გადაწყდა, ემოქმედათ იმ პრინციპებით, რომლებიც არ დაუშვებდა სატანური ძალის იმავდროულ განადგურებას, რადგან ღმერთის განზრახვა იმაში მდგომარეობდა, რომ ყოველივეს უნდა ჰქონოდა მარადიული და უსაფრთხო საძირკველი... ღვთიური წესრიგი აუცილებლად უნდა დაპირისპირებოდა ახალ სატანურ წესრიგს, აქედან გამომდინარე, უნდა გამოაშკარავებულიყო სატანური მმართველობის ხრწნადი პრინციპები და ყველას უნდა დაენახა, რომ სიმართლის პრინციპები, გამოხატული უფლის კანონში, უცვლელია, მარადიული და სრულყოფილი.ქიმ 9.6