Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ანგელოზები განაცვიფრა კაცობრიობის ხსნის ღვთიურმა გეგმამ, 25 იანვარი

    „განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად წარმოგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს?” (ებრ. 1:14).ქიმ 27.1

    მთელი ზეცა განაცვიფრა და აღაფრთოვანა ამ უჩვეულო თავგანწირვის დიდებულებამ - ადამიანის გადარჩენის ერთადერთმა საშუალებამ. როდესაც ქრისტემ ზეციურ ანგელოზებს კაცობრიობის ცოდვისაგან გამოსყიდვის გეგმა გაუზიარა, ისინი დიდად დანაღვლიანდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ მხოლოდ უდიდესი ტანჯვის ფასად შეძლებდა მათი საყვარელი მეუფე ადამიანის ხსნას. უდიდესი გულისტკივილითა და გაკვირვებით უსმენდნენ ისინი ქრისტეს გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა ზეციური წმინდა სავანე, მასში გამეფებული სიმშვიდე, სიხარული, დიდება, მარადიული სიცოცხლე და მოვლენოდა ცოდვილ დედამიწას, რათა ეგემა ტანჯვა, სირცხვილი და სიკვდილი. იგი უნდა ყოფილიყო შუამდგომელი ცოდვილსა და ცოდვის საზღაურს შორის, მაგრამ ძალზე ცოტა ადამიანი აღიარებს მას ღვთის ძედ. იგი დატოვებს მბრძანებლის ტახტს, წავა დედამიწაზე და ადამიანის დამდაბლებული სხეულით მოევლინება წუთისოფელს, რათა თავად განიცადოს ის მწუხარება და ცდუნება, რასაც დედამიწის მკვიდრნი განიცდიან. ყოველივე ეს აუცილებელი იყო, რათა იგი დახმარებოდა „განსაცდელში მყოფთ” (ებრ. 2:18). როდესაც ქრისტეს, როგორც მოძღვრის, მისია დასრულდება, იგი უწმინდურთა ხელთ გადაეცემა და გამოცდის ყოველგვარ ტანჯვასა და გვემას, რასაც კი სატანა უკარნახებს მის მტანჯველთ. იგი მოკვდება სამარცხვინო სიკვდილით, როგორც ცოდვილი, დედამიწასა და ზეცას შუა ჯვარზე გაკრული, მრავალი საათის განმავლობაში იგი გამოსცდის საშინელ სულიერ ბრძოლას, იმდენად მძიმეს, რომ ადამიანები უძლურნი იქნებიან, უცქირონ მას და თვალს მოარიდებენ, მან უნდა აიტანოს საშინელი სულიერი ტანჯვა, როდესაც მამა სახეს მოარიდებს მას და მთელი წუთისოფლის ცოდვები მძიმე ტვირთად დააწვება.ქიმ 27.2

    ანგელოზები მაშინვე იესოს ფერხთით დაეცნენ და თავიანთი სიცოცხლე შესთავაზეს ადამიანის ხსნისათვის. მაგრამ ანგელოზის სიცოცხლეს არ შეეძლო ცოდვის გამოსყიდვა: ადამიანის გამოსყიდვას მხოლოდ ის შეძლებდა, ვინც შექმნა იგი. თუმცა ანგელოზებსაც მიეცათ განსაკუთრებული როლი გამოსყიდვის გეგმის განხორციელებაში. იესო „ოდნავ იყო დამცირებული ანგელოზთა წინაშე, რათა მას... ეგემა სიკვდილი ყველას გულისათვის” (ებრ. 2:9). იგი განკაცდება, ადამიანად იქცევა და აღარ ექნება ისეთი ძლიერება, როგორც მათ გააჩნიათ... და მაშინ ისინი მოემსახურებიან და ანუგეშებენ ღვთის ძეს უდიდესი ტანჯვისა და მწუხარების ჟამს. ანგელოზები ასევე გაიგზავნებიან მათ სამსახურში, ვინც ხსნის მემკვიდრე უნდა გახდეს (იხ. ებრ. 1:14). მათ უნდა დაიცვან ისინი ბოროტ ანგელოზთა ზეგავლენისაგან და გაფანტონ წყვდიადი, რომელსაც სატანა თავს ახვევს მართალთ.ქიმ 27.3

    ქრისტემ დაარწმუნა ანგელოზები, რომ თავისი სიკვდილით იგი მრავალს გამოისყიდის და გაანადგურებს სიკვდილის ძალაუფლების მპყრობელს.ქიმ 27.4