Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ზეცა მიიღებს უბიწო, უანგარო რწმენას, 22 აგვისტო

    „როცა კაპერნაუმში შევიდა, ასისთავი მივიდა მასთან, შეევედრა და უთხრა: უფალო, ჩემი მსახური სახლში მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება. უთხრა მას: მე მოვალ და განვკურნავ მას” (მათ. 8:5-7).ქიმ 237.1

    ასისთავი აცნობიერებდა თავის უღირსობას. ამ ადამიანს ეკავა მაღალი თანამდებობა, იგი წუხდა თავისი ცოდვების გამო და ღირსად არ თვლიდა თავს, რომ იესო ქრისტე თავისი სასწაულმოქმედი ძალით შესულიყო მის სახლში, თუმცა იესოს ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რადგან თვითონ ასისთავიც ასევე ექცეოდა თავისი ძალაუფლების ქვეშ მოქცეულ ხალხს: „ერთს ვეუბნები: წადიმეთქი და მიდის. სხვას: მოდიმეთქი და მოდის. ჩემს მონას: გააკეთემეთქი ეს! და აკეთებს.”ქიმ 237.2

    მას სწამდა, რომ ქრისტეს მიერ ნათქვამი ერთადერთი სიტყვა განკურნავდა მის მსახურს. გაიგო რა ეს იესომ გაუკვირდა და თავის მიმდევრებს უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელში ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა”...ქიმ 237.3

    იუდეველმა ხალხმა არ ისურვა თავისი აღთქმული მესიის მიღება, როდესაც ის მოვიდა წინასწარმეტყველების თანახმად. მაგრამ ჩვენს წინაშე წარმართი რომაელია, რომელსაც არ ჰქონდა ისეთი შესაძლებლობები, რაც ჭარბად გააჩნდა ისრაელიანთ, თუმცა თავისი რწმენითა და იმით, თუ როგორ აფასებდა ასისთავი ქრისტეს, მან წინ გაუსწრო ისრაელ ხალხს, რომელიც უფალმა ყველაზე წმინდა და ძვირფასი ჭეშმარიტების მცველად აქცია...ქიმ 237.4

    ვინ იყვნენ ისრაელიანნი სინამდვილეში: იუდეველები თუ წარმართნი, ბარბაროსები, სკვითები, მონები თუ თავისუფლები? იესო „იყო სოფელში და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმა ვერ იცნო იგი” (იოან. 1:10, 11). მაგრამ ეს რომაელი ავტორიტეტული მეთაური მივიდა იესოსთან გულწრფელი თხოვნით თავის ერთერთ მსახურზე, რომელსაც დამბლა სჭირდა და ძლიერი ტკივილები აწუხებდა. თავის მოკრძალებაში გამოავლინა უბიწო და უანგარო რწმენა. ის არ სთხოვდა იესოს ეჩვენებინა ნიშანი ზეციდან, მაგრამ ემუდარებოდა განეკურნა მისი სნეული მსახური. ასისთავმა უთხრა იესოს, რომ თავს უღირსად თვლიდა მიეღო იესო თავის სახლში. მაგრამ ზეცაში დავანებულს სურს მოვიდეს და დამკვიდრდეს მორჩილ და მომნანიებელ გულში...ქიმ 237.5

    დაე, ხალხმა ჭეშმარიტად მიიღოს ნათელი, რომელიც მათ ღვთის სიტყვაში გამოეცხადა და გამოავლინოს მიზანდასახულობა, რომელიც მყარად დააყენებს მათ ფეხზე და შეუნარჩუნებს ზნეობრივ დამოუკიდებლობას საფრთხისა და სირთულის დროს. ჭეშმარიტების ზემოქმედებით ყალიბდება ჩვენი ხასიათი, რაც გვეხმარება ყველა სიძნელისა და გამოცდის დაძლევაში. რა ძლიერი ზეწოლაც არ უნდა იყოს ჩვენზე და რა მკაცრიც არ უნდა იყოს ის მწუხარება, რომელსაც მოგვიტანს უფლის მზადების დღე. სიმართლის შინაგანი პრინციპი აშკარად ვლინდება და მოქმედებს გარესამყაროში.ქიმ 237.6