Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    სიკვდილამდე ერთგული იყავი, 14 ნოემბერი

    „თავის მხრებს გადაგაფარებს და მის ფრთებს შორის შეაფარებ თავს; ფარი და ბურჯია მისი ჭეშმარიტება” (ფსალმ. 90:4).ქიმ 321.1

    იან ჰუსის სხეული დაწვეს. კრებამ სიკვდილი მიუსაჯა ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი არ თვლიდა კონსტანცის კრებას შეუმცდარად და ღვთის სიტყვას უფრო მაღლა აყენებდა, ვიდრე მის გადაწყვეტილებას. მაგრამ ღმერთი კვლავ „მოიკითხავს გარდასულს”, როდესაც გაიხსენებს მსჯავრდადების ან შეწყალების ყველა შემთხვევას... მართალთა ცხოვრება ეკლესიის ხელთ არსებული ერთერთი უძვირფასესი განძია. შეგვიძლია, შევადაროთ ბოროტ ძალთა ნამოქმედარი მათ ნამოქმედარს, ვინც მრავალი საუკუნის განმავლობაში ღვთის პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით ცხოვრობდა.ქიმ 321.2

    ეს მდიდარი გამოცდილება გვებოძა როგორც ძალზე ფასეული მემკვიდრეობა. როცა ისტორია გამეორდება, როცა დიდი ადამიანები არ მიმართავენ ბიბლიას, რათა ჰპოვონ ნათელი და მიიღონ ჭეშმარიტების დამადასტურებელი მოწმობები, როცა ადამიანური მცნებები ღვთის მცნებებზე მაღლა დადგება და როცა ღვთის მორჩილება დანაშაული იქნება, მაშინ მოგვიწევს იმ ბილიკის გავლა, რომელიც ჩვენამდე მხოლოდ მცირედმა გაიარა.ქიმ 321.3

    უფალი მორწმუნეთ ბოლომდე უერთგულებს. ამან უნდა გაგვამხნევოს და მართალთ ჩაუნერგოს რწმენა, რომ დროთა განმავლობაში უფალი არ იცვლება. იგი ჩვენს დროშიც აძლევს მადლსა და ძალას ხალხს, მსგავსად წინა საუკუნეებისა. ღვთის სიტყვის მტკიცებები და მისი შესრულების სიზუსტე უაღრესად გვანუგეშებს და გვმოძღვრავს...ქიმ 321.4

    ჰუსის სახით ჩვენ გვაქვს უტყუარი მოწმობა და ძეგლი, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღებას აპყრობს აღთქმას: „სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს” (გამოცხ. 2:10). ხალხთა ისტორიაში უკვდავყოფილი იან ჰუსი აგრძელებს ცხოვრებას. იგი იყო ღვთისმოსავი, გააჩნდა მტკიცე რწმენა, წმინდა ცხოვრება და მისთვის გაცხადებული ჭეშმარიტების კეთილსინდისიერი მორჩილება. სასტიკი სიკვდილიდან თავის დასაღწევადაც კი არ უარუყვია ეს ყოველივე. მთელი ცა, მთელი სამყარო გახდა მოწმე მისი ძლევამოსილი სიკვდილისა. სატანა ქუსლს უგესლავდა დედაკაცის თესლს, მაგრამ ჰუსმა თავისი მოქმედებით თავი გაუჭეჭყა მას...ქიმ 321.5

    ზეციური სათოფურები მოფენილია უამრავი ანგელოზით, რომლებიც აკვირდებიან ადამიანების ბრძოლას ბნელეთის მთავართან... დიდი ინტერესით უცქერენ, იესოს მსგავსად შეევედრება თუ არა ღმერთს შველას დაქანცული, დაბნეული, ბრალდებული, ცილდაწამებული და გასამართლებული ღვთის შვილი. ცა ელოდება, როდის მოვითხოვთ მის რესურსებს.ქიმ 321.6