Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ადამის სამარცხვინო დაცემა ქრისტეს მიერ არის გამოსყიდული, 27 აგვისტო

    „ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში” (1 კორ. 15:22).ქიმ 242.1

    ქრისტეს უწოდებენ მეორე ადამს. სისპეტაკითა და სიწმინდით, ღმერთთან მუდმივ კავშირში მყოფმა და მისი სიყვარულით შთაგონებულმა, მან ისევე დაიწყო, როგორც ადამმა. თუმცა პირველი ადამის მდგომარეობა ყველანაირად უფრო სასიამოვნო იყო, ვიდრე ქრისტესი. სიწმინდის მოყვარულმა ღმერთმა, ედემის ბაღში, შესანიშნავი პირობები შეუქმნა მათ. სუფთა ბუნება, ნაყოფი, ლამაზი ყვავილები, დიდი ხეები ამშვენებდნენ ედემის ბაღს. ადამი და ევა უხვად იღებდა ყველაფერს, რაც მათ სჭირდებოდათ.ქიმ 242.2

    მაგრამ მოვიდა სატანა და მათ გონებაში ღმერთის სიბრძნესთან მიმართებაში დათესა ეჭვი. ის ადანაშაულებდა ზეციერ მამასა და მბრძანებელს ეგოიზმში, რომელსაც თითქოს სურდა მათი ერთგულების გამოცდა, აუკრძალა სიცოცხლის ხის ნაყოფის შეჭმა. ევას ცდუნებამ სძლია, მან შესცოდა და ადამმაც მიიღო აკრძალული ნაყოფი მისი ხელიდან. მან ვერ გაუძლო მცირეოდენ გამოცდას, რომელიც მას ღმერთმა შესთავაზა, რათა შეემოწმებინა მისი მორჩილება და ჩვენს წუთისოფელს თავს დაატყდა მწუხარება და ტანჯვა. მას ჰქონდა წმინდა, უცოდველი ბუნება, მაგრამ ის დაეცა, რადგან ყური უგდო მტრის ჩურჩულს. და მისი შთამომავლობა გაირყვნა...ქიმ 242.3

    ქრისტე ღმერთისადმი დაუმორჩილებელ ქვეყანაში მოვიდა, რომელსაც შემოქმედის წინააღმდეგ აჯანყების გამო წყევლის დაღი ედო. მთავარი მატყუარა ენერგიულად და დაჟინებით შრომობდა მანამდე, ვიდრე მთელ დედამიწაზე კანონის წყევლა დაამკვიდრა. ხალხი გაიხრწნა სატანის გამონაგონით... სატანამ პრეტენზია განაცხადა წყალობაზე, სიკეთესა და ჭეშმარიტებაზე და მიითვისა ღმერთის თვისებები. ქრისტეს, ადამიანის ბუნებით მოსულს, უნდა გამოეაშკარავებინა ცილისმწამებლური სიცრუე.ქიმ 242.4

    ის სატანის ასჯერ უფრო მეტად ძლიერი ცდუნების ქვეშ იმყოფებოდა, ვიდრე ადამი და პირობებიც, რომელშიც ის იმყოფებოდა, იყო უფრო მძიმე... მან გამოისყიდა ადამის სამარცხვინო დაცემა და გადაარჩინა სამყარო. იმედი არის ყველასათვის, ვინც მოვა ქრისტესთან და მიიღებს მას, როგორც საკუთარ მხსნელს...ქიმ 242.5

    უკანონობამ წარმოშვა უფსკრული ცასა და ჩვენს წუთისოფელს შორის. ქრისტემ ხიდი გადო ამ უფსკრულზე და მიწა ცას შეუერთა. ადამიანის ბუნებით მოსულმა შეინარჩუნა ღვთიური ხასიათი. ის ღვთის კანონით ცხოვრობდა და უკანონო ქვეყანაში კანონს პატივს მიაგებდა. დაცემულ ქვეყანას, სატანასა და ადამის მოდგმას გაუხსნა ზეციური სამყარო და უჩვენა, რომ მისი წყალობითა და მადლით კაცობრიობას შეუძლია ღვთიური კანონის დაცვა! იგი მოვიდა, რათა მომნანიებელ, მორწმუნე ადამიანს დაუბრუნოს თავისი ღვთიური ბუნება და ხატება.ქიმ 242.6