Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იესომ დაგვიტოვა მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სატანის დამარცხება, 24 ივლისი

    „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული” (2 ტიმ. 3:16, 17).ქიმ 208.1

    ქრისტე უდაბნოში შეეჯახა და დაძლია იგივე ძირითადი, დიდი ცდუნებები, რომლებიც ჩვენ თავს გვატყდება. მისი გამარჯვება მადაზე, თვითდაჯერებულობასა და წუთისოფელზე გვიჩვენებს, როგორ შეგვიძლია გავიმარჯვოთ. სატანამ დაიპყრო მილიონობით ადამიანი, აცდუნებდა რა მათ მადით და შეჰყავდა რა ისინი თავდაჯერებულობის ცოდვაში. ბევრი საკუთარ თავს ქრისტეს მიმდევარს უწოდებს და სწამს, რომ ებრძვის ყოველგვარ ბოროტებას თავის ხასიათში; და იმავდროულად ეს ადამიანები დაუფიქრებლად თავადვე იგდებენ საკუთარ თავს ისეთ განსაცდელში, რომლიდანაც შეუბღალავად თავის დაღწევას მხოლოდ სასწაულებრივად შეძლებენ. ფიქრი და ლოცვა დაიცავდა მათ და დაეხმარებოდა იმ საშიში მდგომარეობის თავიდან აცილებაში, რომელიც უპირატესობას ანიჭებს სატანას ჩვენზე.ქიმ 208.2

    ჩვენ არ შეგვიძლია უფლის აღთქმებზე უფლებების წარდგენა და დაუფიქრებლად ჩავთვალოთ, რომ ის გვიცავს, თუკი ჩვენ თავად მივეშურებით საშიშროების შესახვედრად, ვარღვევთ ბუნების კანონებს ან უარს ვამბობთ კეთილგონიერებაზე და ჯანსაღ აზრზე, რომელიც ღმერთმა გვიბოძა. ეს ჭეშმარიტი რწმენა კი არა, თავდაჯერებულობაა. ქრისტეს სატანამ უჩვენა ქვეყნიერების ტახტები და სამეფოები, აგრეთვე მათი დიდება. ჩვენ არასოდეს გვექნება ასეთი ძლიერი ცდუნებები.ქიმ 208.3

    მაგრამ სატანა მიწიერ დიდებას, სიმდიდრეს, კეთილდღეობასა და ცხოვრებისეულ სიამოვნებებს გვთავაზობს. ეს ცდუნებები იცვლება ამა თუ იმ ადამიანის წოდებასა და მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი დახმარებით ეშმაკი აცდუნებს ადამიანებს, დაშორდნენ ღმერთს და მეტი ემსახურონ საკუთარ თავს, ვიდრე თავის შემოქმედს. „ყოველივე ამას შენ მოგცემ” - უთხრა სატანამ ქრისტეს. „ყოველივე ამას შენ მოგცემ, - გვეუბნება ის ჩვენ, - ყველა ამ ფულს, მიწას, ძალაუფლებას, პატივსა და სიმდიდრეს”, და ჩვენც, მოხიბლულნთ, ვერაგულად შეგვიტყუებს მახეში, რომელიც დაღუპვით გვემუქრება. თუკი ჩვენს გულსა და სიცოცხლეს მიწიერ ცდუნებებს მივუძღვნით, სატანა კმაყოფილი იქნება.ქიმ 208.4

    მაცხოვარმა დაძლია ვერაგი მტერი და გამარჯვების გზა გვიჩვენა. მან დაგვიტოვა იმის მაგალითი, თუ როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა სატანას წმინდა წერილის დახმარებით. მას შეეძლო თავისი ღვთიური ძალა გამოეყენებინა და თავისივე სიტყვებით ეპასუხა სატანისთვის, მაგრამ მაშინ მისი მაგალითი ჩვენთვის ესოდენ ფასეული არ იქნებოდა. ქრისტემ მხოლოდ წმინდა წერილი გამოიყენა. რაოდენ მნიშვნელოვანია უფლის სიტყვის შესწავლა და აღსრულება, რათა საგანგებო სიტუაციაში ვიყოთ „ყოველი კეთილი საქმისათვის გამზადებული” და საკმაო ძალა გვქონდეს ვერაგი მტრისათვის წინააღმდეგობის გასაწევად.ქიმ 208.5