Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    წინდახედულობა საცხოვრებელი ადგილის შერჩევისას, 8 მარტი

    „და აღაპყრო ლოტმა თვალები და იხილა იორდანეს მთელი ხეობა, რომელიც მთლიანად სარწყავი იყო...” (დაბ. 13:10).ქიმ 70.1

    თუმცა აბრაამი ლოტსაც მამობას უწევდა, მან შეგნებულად გადაწყვიტა მისგან გამოყოფა, რადგან თვლიდა, რომ ეს დროული და აუცილებელი იყო. ის ვერ ურიგდებოდა მტრობასა და შუღლს, მწყემსებს შორისაც კი. მას არ ექნებოდა სულის სიმშვიდე, თუ მას შეაწუხებდა უთანხმოება და უსიამოვნება. გაყრა აბრაამისათვის მტკივნეული, მაგრამ გარდაუვალი ნაბიჯი იყო.ქიმ 70.2

    აბრაამმა ლოტს მისცა საუკეთესო საცხოვრისის არჩევის შესაძლებლობა, რათა შემდგომში ლოტს ეჭვი არ შეპარვოდა იმაში, რომ აბრაამს ანგარება ამოძრავებდა. ლოტმა შესანიშნავი ადგილი აირჩია სოდომის ახლოს. მის არჩეულ მიწას კარგი გეოგრაფიული მდებარეობა ჰქონდა, მაგრამ მან არ შეისწავლა სოდომელთა ზნეჩვეულებები და რელიგია. ჩვენ ვიცით, რა მოხდა შემდგომში. დადგა ჟამი, როცა ლოტი იძულებული იყო გამოქცეულიყო ამ გარყვნილი ქალაქიდან, სადაც ყოველგვარი დანაშაული ხდებოდა და იგი ღრმა სულიერ წყვდიადში ჩაიძირა. ლოტს მიეცა უფლება, გაეფრთხილებინა თავისი ქალიშვილები და სიძეები, მაგრამ მათ ეს გაფრთხილება ისე აღიქვეს, როგორც ჭკუის სწავლება. მათ დასცინეს მის რწმენას ღმერთისადმი და დაიღუპნენ უზნეო ქალაქთან ერთად.ქიმ 70.3

    ეს გაკვეთილია ყველა ჩვენგანისათვის. დიდი სიფრთხილე გვმართებს ჩვენი ოჯახისათვის სახლის შერჩევისას. უფალს უნდა შევთხოვოთ, რათა დაგვეხმაროს ჩვენი შვილების აღზრდასა და განათლებაში, დაეხმაროს მათ პროფესიის არჩევაში. ყოველმა ოჯახმა მუდმივად უნდა მიმართოს ღმერთს იმ იმედით, რომ ის წაიყვანს მათ სწორი გზით. აუცილებელია შორსმჭვრეტელობა, რათა ავიცდინოთ ცრუ გზები, რომლებსაც მიწიური გამორჩენისათვის ვირჩევთ.ქიმ 70.4

    უფლის ნება ჩვენი ნება უნდა იყოს. ღმერთი უნდა გახდეს ჩვენთვის პირველი და უკანასკნელი და ყველაზე უკეთესი ყველაფერში. ჩვენ პატარა ბავშვის მსგავსად უნდა გვწამდეს და მთლიანად ღმერთს მინდობილნი ფრთხილად უნდა ვიქცეოდეთ. ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზეა დამოკიდებული ჩვენი მარადიული ინტერესები: ზეცისკენ და ქალაქისკენ ავიღებთ გეზს, რომლის მხატვარი და მშენებელი ღმერთია, თუ გავეშურებით მიწიერი მიზნებისაკენ, სოდომის მაცდუნებელი სატყუარებისაკენ.ქიმ 70.5

    ღმერთი არ ითვალისწინებს ჩვენს აზრსა თუ უპირატესობას. მან იცის ის, რაც არ იციან ადამიანებმა, კერძოდ: თითოეული გადაწყვეტილების და საქციელის შედეგები. ამიტომ მისკენ უნდა მივმართოთ ჩვენი მზერა, და არა მიწიერ უპირატესობებისაკენ, რასაც სატანა გვთავაზობს.ქიმ 70.6