Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ტრაგიკული ცვლილება, 4 იანვარი

    „ის კაცის მკვლელი იყო თავიდან და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება” (იოან. 8:44).ქიმ 6.1

    ოდესღაც სატანა იყო ღმერთთან, იესო ქრისტესთან და წმინდა ანგელოზებთან ერთად. ის საგანგებოდ ამაღლებული იყო ზეცაში და იმ დიდებითა და სინათლით ბრწყინავდა, რომელსაც მამა ღმერთი და ძე აფრქვევდნენ. მაგრამ ის ვერაგულად მოიქცა და დაკარგა თავისი მაღალი და წმინდა მდგომარეობა ბრწყინვალე ქერუბიმისა. ის დაუპირისპირდა ღმერთს, გახდა მეამბოხე და გაძევებული იქნა ზეციდან... მან მოუწოდა ბოროტების ყველა ძალას მისი დროშის ქვეშ გაერთიანებისაკენ, რათა შეექმნა ბოროტთა ერთობლიობა ზეციურ ღმერთთან საბრძოლველად, თუმცა მას წარმატების არანაირი იმედი არ გააჩნდა. ის გულმოდგინედ და მტკიცედ შრომობდა იმისათვის, რომ სამარადჟამო გაეხადა თავისი ამბოხი და აეძულებინა კაცთა მოდგმა, უარი ეთქვა ბიბლიურ ჭეშმარიტებებზე და გაერთიანებულიყო მისი დროშის ქვეშ.ქიმ 6.2

    მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტეს მეშვეობით შექმნა ჩვენი სამყარო და ადამი და ევა ედემში მოათავსა, სატანამ ნათელი მოჰფინა თავის ზრახვებს: დაემორჩილებინა მთელი კაცობრიობის წინაპარი - ქალი და კაცი, რათა ისინიც გადასულიყვნენ ამბოხებულთა მხარეზე. მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ადამის შთამომავლობაში ღმერთის ხატის წაშლა, ხოლო მისი ადგილი ადამიანთა სულში მის სახეს დაეკავებინა. ხოლო მიზნის მიღწევა მან სიცრუის მეთოდებით გადაწყვიტა. მას ტყუილის მამას, ღმერთისა და მის ერთგულთა მკვლელს უწოდებენ. მან მის ხელთ არსებული ყველა ძალა იხმარა, რათა ადამი და ევა თავის თანამშრომლებად ექცია განდგომილების საქმეში და შეძლო კიდეც ჩვენს წუთისოფელში ამბოხის თესლის ჩაგდება...ქიმ 6.3

    თაობიდან თაობაში, საუკუნიდან საუკუნეში სატანა თავს უყრიდა ადამიანთა ძალას, რომლის მეშვეობითაც ის შეძლებდა თავისი ბოროტი ზრახვების განხორციელებას, აგრეთვე დედამიწის მკვიდრთათვის თავისი გეგმებისა და ჩანაფიქრის თავზე მოხვევას. ბოროტების ამაზრზენი ნაკადი ყოველთვის ადამიანთა საზოგადოებაზე მიედინება. რადგან ღმერთი თავისი ტახტიდან ვერ ჩამოაგდო, სატანამ მიაწერა მას თავისი თვისებები, თავად კი ღვთიური თვისებებისა და ხელისუფლების ხელში ჩაგდების პრეტენზია განაცხადა. თავისი გველური ცბიერებითა და თვალთმაქცობით ის აღწევს ხალხის პატივისცემის დამსახურებას, რაც წესით მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის და ცდილობს თავისი სატანური ტახტის დამკვიდრებას თაყვანისმცემელ ადამიანსა და მამა ღმერთს შორის.ქიმ 6.4