Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ძალა, რომელმაც შეძრა წუთისოფელი, 22 ოქტომბერი

    „იქნება უკანასკნელ დღეებში, - ამბობს ღმერთი, - რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი. და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ” (საქმე. 2:17).ქიმ 298.1

    სულიწმიდის მოფენის შემდეგ ღმერთის საჭურვლით შემოსილი მოწაფეები გავიდნენ წუთისოფელში მოწმეებად. ისინი ყვებოდნენ იესოს საოცარ ცხოვრებაზე ყრმობიდან ჯვრამდე. ისინი უბრალო ადამიანები იყვნენ, მაგრამ წუთისოფელში ჭეშმარიტება მიჰქონდათ. უფლის სიკვდილის შემდეგ ისინი უმწეო, იმედგაცრუებული, დაბნეული იყვნენ - როგორც ცხვრები უმწყემსოდ; მაგრამ ახლა გავიდნენ წუთისოფელში ჭეშმარიტების დასამოწმებლად. სხვა იარაღი არ გააჩნდათ, გარდა სიტყვისა და სულიწმიდისა, რომლის დახმარებით იმედოვნებდნენ ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევას... მოწაფეებს ხასიათი შეეცვალათ, მათ აერთიანებდათ ქრისტიანული სიყვარული... მათ ბაგეთაგან ისმოდა ღვთიური მჭევრმეტყველებისა და ძალის სიტყვები, რომლებმაც შეძრა წუთისოფელი.ქიმ 298.2

    წმინდა მოციქულთა საქმეების მესამე, მეოთხე და მეხუთე თავებში მოთხრობილია მათ დამოწმებებზე. ადამიანებს, ვინც უარყო და ჯვარს აცვა ქრისტე, ეგონათ მოწაფეები სულით დაეცემოდნენ, დაღონდებოდნენ და ღმერთის უარყოფაზე იფიქრებდნენ. რაოდენ დიდი იყო მათი გაკვირვება, როცა მათ მოესმათ მკაფიო, თამამი დამოწმება, გამოთქმული სულიწმიდის ძალით! მოწაფეთა სიტყვები და საქმეები მათი მოძღვრის სიტყვებისა და საქმეების ანარეკლი იყო. ყოველი მათი მსმენელი ამბობდა: ისინი იესოსთან სწავლობდნენ; ისინი ლაპარაკობენ, როგორც იესო. „დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას და დიდი მადლი იყო ყოველ მათგანზე”.ქიმ 298.3

    მღვდელმთავრებს და მთავრებს ეგონათ, თითქოს მათ უნდა განესაზღვრათ მოციქულთა საქმეებისა და ქადაგების შინაარსი. როცა მოციქულებმა ყველგან დაიწყეს ქრისტეს ქადაგება, სულიწმიდით შთაგონებულ ადამიანთა მოქმედება იუდეველთათვის არასასურველი იყო. არსებობდა საშიშროება, რომ ხალხი აღარ სცემდა პატივს რაბინთა აზრსა და დოქტრინებს.ქიმ 298.4

    მოციქულებს აღტაცებაში მოჰყავდათ ხალხი. ბევრს სნეულები მოჰყავდა... და ვინც იკურნებოდა, ღმერთს აქებდა და ადიდებდა ქრისტეს - მას, ვინც იუდეველებმა გაასამართლეს, დაამცირეს, გალანძღეს, ეკლის გვირგვინით შეამკეს, გააშოლტინეს და ჯვარს აცვეს. ეს იესო ამაღლდა მღვდელმთავრებზე და მთავრებზე. მოციქულები იმასაც ამტკიცებდნენ, მკვდრეთით აღდგაო. იუდეის გამგებლებმა გადაწყვიტეს ამ საქმიანობის შეჩერება, რადგან ყველასათვის ცხადი ხდებოდა, რომ ისინი დამნაშავენი არიან იესოს სისხლის დაღვრაში.ქიმ 298.5