Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    კეთილი და ბოროტი ანგელოზები მუდამ ერთმანეთის გვერდით არიან, 22 ნოემბერი

    „რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სოფილის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ” (ეფეს. 6:12).ქიმ 329.1

    ზეციური ანგელოზები ურთიერთობას ამყარებენ ადამიანებთან და ვერც ერთი ვერ შევინახავთ თავს მხოლოდ საკუთარი ძალებით. ჩვენ ვიმყოფებით იქ, სადაც ვიმყოფებით და ღვთის ძალა გვიფარავს ყოველ წამს. მიფიქრია, რად არ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას ზეციურ ანგელოზთა მსახურებას... რას ვიზამდით მათ გარეშე? მინდა იფიქროთ, რა მდგომარეობაში ჩავცვივდებოდით წმინდა ანგელოზთა მოღვაწეობის გარეშე...ქიმ 329.2

    ჩვენ ვაწყდებით ადამიანთა დაპირისპირებას, მაგრამ არის ვიღაც ამის მოთავე. ესაა ბნელეთის მთავარი თავისი ბოროტი ანგელოზებით. იგი განუწყვეტლივ სჩადის მზაკვრობას... ვინ მართავს დღეს წუთისოფელს? ვინ მიიღო ბნელეთის მთავრის დროშის ქვეშ დგომის გადაწყვეტილება? ეს ხომ თითქმის მთელი წუთისოფელია. ქრისტეს უარმყოფელმა წუთისოფელმა წინამძღვრად აირჩია ბნელეთის მთავარი, და როცა ხალხი მისი დროშის ქვეშ დგება, უკავშირდება ბოროტ ანგელოზებს.ქიმ 329.3

    ადამიანთა გონებას მართავენ ან ბოროტი სულები, ან ღვთის ანგელოზები. ღმერთმა გაითვალისწინა ყოველივე, რათა არ დავრჩენილიყავით საკუთარ სურვილთა, შეზღუდულ ძალთა და შესაძლებლობათა ტყვეობაში, არ გვებრძოლა ბნელეთის ძალებთან საკუთარი შეზღუდული ძალებით, რადგან აუცილებლად დავმარცხდებით საკუთარი თავის ამარა...ქიმ 329.4

    ფსალმუნებში დავითი ამბობს, რომ ღმერთი არის ჩვენი მფარველი და სიმაგრე, ძლიერი კოშკი, მასში უნდა ვეძიოთ შველა და ხსნა. რაოდენ ძვირფასია აზრი, რომ ღმერთი არის ჩვენი მფარველი, იგი დაგვეხმარება ყველგან და ყოველთვის, ყველა საგანგებო შემთხვევაში ჩვენთან იქნება. იგი ამბობს, რომ უბრძანებს თავის ანგელოზებს, დაგვიცვან ყველა ჩვენს გზაზე... ღმერთის სახით გვყავს დამხმარე, რომლის იმედი უნდა ვიქონიოთ. ყოველთვის მისკენ უნდა ვიყურებოდეთ და გვწამდეს, რომ გვახვევიან ღვთის ანგელოზები, ცა მათთან ამყარებს კავშირს, რადგან ზეციური დესპანები ადიან და ჩადიან ნათელ, გაბრწყინებულ კიბეზე...ქიმ 329.5

    რა მდგომარეობაში ვართ დღეს? ვართ თუ არა მზად ვიმოქმედოთ ჩვენზე მზრუნველ ზეციურ ანგელოზებთან ერთად? თუ გამოვეყოფით ჩვენს ანგელოზებს უმართებულო ქმედებით, შეიძლება მოვხვდეთ იქ, სადაც მაცდურმა შეიძლება გვაცდუნოს.ქიმ 329.6