Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    ქრისტეს სურს ვიშრომოთ მისთვის და გამოვიღოთ ნაყოფი, 7 სექტემბერი

    „ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს და ყოველ ნაყოფიერს კი განწმედს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს” (იოან. 15:2).ქიმ 253.1

    ხშირად ვიგონებ გაკვეთილს, რომელიც ქრისტემ ჩაუტარა თავის მოწაფეებს გეთსიმანიის ბაღში შესვლამდე. მან იცოდა, რომ უკანასკნელად მოძღვრავდა მათ ჯვარცმის წინ. ქრისტემ უჩვენა ვაზი - იუდეველები აფასებდნენ და პატივს სცემდნენ ამ მშვენიერ მცენარეს - და წარმოთქვა: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, მამაჩემი კი მიწის მუშაკია. ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში ის მაშორებს”.ქიმ 253.2

    ეს საკითხი მუდმივად უნდა ვიკვლიოთ... ამჟამად ძალგვიძს ნაყოფის გამოღება, შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ ვართ ვაზის ნაყოფიერი ლერწები. მაგრამ თუ უდარდელნი და გულგრილნი ვართ, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით? იგი გვეუბნება, რომ მოგვკვეთს, რამეთუ ქრისტეს გარეშე არაფრის კეთება შეგვიძლია და თუ მკვდარი ლერწები ვართ და არ ვსაზრდოობთ ცოცხალი ვაზიდან, უცილობლად გავხმებით. იგი ამბობს, რომ ნაყოფის მომცემ ყველა ლერწს განწმედს (სხლავს), რათა მეტი ნაყოფი მოისხას...ქიმ 253.3

    ჩვენ გვყავს მტერი და არსებობენ ბნელეთის ძალები. მათთან ბრძოლა მოგვიწევს ქვეყნის დასასრულამდე. მაცხოვარი ებრძოდა ბნელეთის ძალებს და ბნელეთის ძალები ებრძოდნენ მას წუთისოფელში მოსვლის შემდეგაც. სატანა უპირისპირდებოდა მას. როგორც კი იესოს განსჯის უნარი მიეცა, შეებრძოლა ბნელეთის ძალებს. თვით მისი ყრმად მოვლინება მოწოდებული იყო მტერზე გასალაშქრებლად...ქიმ 253.4

    რა მოიმოქმედა მან ჩვენგან მიმავალმა? ვის უნდა აეტაცა საბრძოლო დროშა? ვინ არის მისი ხილული ხალხი, ვინც მოწოდებულია განაგრძოს ბრძოლა აქ, ამ დედამიწაზე და იბრძოლოს ბოლომდე? ქრისტეს მიმდევრები, ყოველი მათგანი. ჩვენს ხალხს შეცდომით ჰგონია, რომ მხოლოდ უფლებამოსილი მსახურნი იბრძოლებენ. ფიქრობენ, რომ ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს მსახურნი უნდა ზრუნავდნენ მათზე ამ ბრძოლაში. მაგრამ ყოველი ჩვენგანი ცალცალკე უნდა იბრძოდეს.ქიმ 253.5

    ჩვენ არ ვიცით, რა სამუშაოს დაგვაკისრებს ღმერთი... თუ ჩვენ მხოლოდ ერთი ტალანტი გვაქვს, მაგრამ გადავცემთ ვაჭრებს, ვიწყებთ მუშაობას ამ ერთადერთი ტალანტით და ღმერთი ხედავს, რომ მცირედში ერთგულნი ვართ, მაშინ ის გვაძლევს კიდევ ერთ ტალანტს... ამნაირად ჩვენი ტალანტი გამრავლდება; და რაც უფრო ხალისით გადავცემთ მოვაჭრეებს, მით მეტი ტალანტი გვექნება, რომელსაც მოვიხმართ ღვთის სადიდებლად.ქიმ 253.6