Loading...
Larger font
Smaller font
Copy
Print
Contents
ქრისტე იმარჯვებს - Contents
  • Results
  • Related
  • Featured
No results found for: "".
  • Weighted Relevancy
  • Content Sequence
  • Relevancy
  • Earliest First
  • Latest First

    იყავით ფხიზლად, რადგან სატანა ამახინჯებს წმინდა წერილს, 12 ივლისი

    „ხოლო წმიდათა შველა უფლისგან არის, ის არის მათი მფარველი გაჭირვების ჟამს. და დაეხმარება მათ უფალი და დაიხსნის; დაიხსნის ბოროტთაგან და უშველის, რადგან მასზე არიან მინდობილნი” (ფსალმ. 36:39, 40).ქიმ 196.1

    უდაბნოში ქრისტეს მიერ გადატანილი ცდუნება მისი პირადი შეჯახება იყო მაცდურთან, რომელმაც თავი გამოავლინა როგორც ცოდვის ფუძემდებელმა. ოდესღაც სატანა ბრწყინვალე ქერუბიმი იყო ზეციურ სავანეებში, ანგელოზი, რომელიც თავისი ძალითა და ძალაუფლებით მხოლოდ ქრისტეს ჩამორჩებოდა. მაგრამ იგი აღუდგა ღმერთს და აცდუნა ანგელოზთა ნაწილი, ამ ამბოხებაში მის მხარეზე გადასულიყვნენ. ზეცაში გაჩაღდა ომი და სატანა თავის მიმდევრებთან ერთად განიდევნა. ზეციდან ჩამოგდებულმა სატანამ მტკიცედ გადაწყვიტა დედამიწაზე თავისი სამეფო დაეარსებინა და კაცობრიობის მოდგმა თავის მხარეზე გადაებირებინა. მაგრამ ქრისტე დაპირდა ხალხს, რომ თუკი ცდუნება დაამარცხებს მათ, ის მათი თავდები გახდება.ქიმ 196.2

    ქრისტე მოვიდა ჩვენს წუთისოფელში და ადამის ადგილი დაიკავა, რათა გადაეტანა ის ცდუნებები, რომელთა გადატანაც ადამმა ვერ შეძლო... ნათლობის შემდეგ უდაბნოში წავიდა მტრისგან გამოსაცდელად. ორმოც დღეს და ორმოც ღამეს მარხულობდა. და, როდესაც ბოლოს მოშივდა, სატანა მიუახლოვდა, თავი ზეციურ მაცნედ გამოაცხადა და აცდუნებდა მას...ქიმ 196.3

    მტერმა კარგად იცოდა უფლის სიტყვის ძალა. მან ისიც იცოდა, რომ ამ სიტყვამ მისცა ისრაელიანებს პური უდაბნოში ხეტიალისას და იგივე სიტყვას ახლა ქრისტეს ყველა საჭიროების დაკმაყოფილება შეუძლია. ღმერთს სურდა, რომ ქრისტეს გამოეცადა ის, რასაც განიცდიან ჩვეულებრივი ადამიანები. მას არ შეეძლო სასწაულებრივი ძალის საკუთარ ინტერესებში გამოყენება; წინააღმდეგ შემთხვევაში, სატანა განაცხადებდა, რომ ქრისტე არ გამოიცადა, რადგან გამოიყენა ზებუნებრივი ძალები და ახლა მას უფლება არა აქვს ხალხს მოთხოვოს თავისი მცნებების დაცვა, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს...ქიმ 196.4

    სატანას სურდა, რომ ქრისტე დამნაშავე გამხდარიყო თვითდაჯერებულობის ცოდვაში და საჭიროების გარეშე თავისი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო. მაცდურმა წმინდა წერილიდან ციტატა სრულად არ მოიყვანა, გამოტოვა სიტყვები: „ყველა შენს გზაზე”, ანუ მოვალეობის შესრულების გზაზე. ქრისტეს რომ ბოროტად გამოეყენებინა უფლის წყალობა და საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო, სატანისათვის იმის მტკიცებით, რომ ის მესიაა, თავისი მოვალეობის შესრულების გზიდან გადაუხვევდა.ქიმ 196.5

    ყველა კარგად უნდა გაეცნოს უფლის სიტყვას, რადგან სატანა ამახინჯებს და არასწორად ახდენს წერილების ციტირებას, ადამიანები კი მის მაგალითს მისდევენ და მათ, ვისი ცრუ გზაზე დაყენებაც სურთ, უფლის სიტყვის რომელიღაც ნაწილს მიუთითებენ და მალავენ იმ დანარჩენ ნაწილს, რომელსაც შეუძლია მათი გეგმების ჩაშლა.ქიმ 196.6